x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე საინტერესო ფაქტები ჯინსების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

I. დღეს, თითქმის ყველა ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობას, ჯინსი აცვია. არ არსებობს ადამიანი, რომ გარდერობში, ჯინსის სამოსის რომელიმე ნივთი არ ჰქონდეს, რადგან ჯინსი, თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, მის მომხმარებელთა უმრავლესობა, ალბათ, არც კი დაფიქრებულა, თუ რატომ აქვს მას ჯიბეებზე რკინის მოქლონები? ერთი შეხედვით, სამოსის ამ ელემენტს, არანაირი სარგებლობა არა აქვს და თუ ეს ასეა, რისთვისღა იყო მისი დამაგრება საჭირო?


image


როგორც ცნობილია, ჯინსის ისტორია 1872 წელს დაიწყო. იმ დროს კოვბოებს, ოქროს და ძვირფასი ქვების მაძიებლებს, მაღაროელებს და საერთოდ, მუშებს, ესაჭიროებოდათ მაგარი და გამძლე სამუშაო ტანსაცმელი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ დაიხეოდა. და ერთხელ, როდესაც მკერავი ჯეკობ დევისი სამუშაო შარვლის განახლებას ცდილობდა, მას თავში აზრი მოუვიდა, ჯიბის სიმტკიცის გასაზრდის მიზნით, მოქლონების დაკერების შესახებ.

დევისმა გამოგონების დაპატენტება გადაწყვიტა. მაგრამ, საპატენტო ბიუროში განაცხადის შესატანად, ფული იყო საჭირო. მას კი, რადგან ღარიბი ემიგრანტი იყო, საჭირო თანხა არ გააჩნდა. ამიტომ, ჯეკობმა ლევი სტრაუსს მიმართა კომპანიონობის წინადადებით, რადგან სწორედ მის მიერ წარმოებული შარვლების შეკეთება უწევდა ყველაზე ხშირად.


image


მათ განაცხადი ერთობლივად შეიტანეს და 1873 წ. ტანსაცმელზე მეტალური მოქლონების გამოყენებაზე პატენტი მიიღეს.

ლევისის მიერ, ჯინსზე, მოქლონების გამოიყენების შემდეგ, შარვლის სიმტკიცე იმდენად გაიზარდა, რომ მისი დახევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. რამაც, ფირმის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.


image


ამჟამად, სამოსის ასეთი სიმტკიცე, საჭირო არ არის. მაგრამ, წლების მანძილზე, რკინის მოქლონები, ჯინსის განუყოფელ ატრიბუტად იქცა და დღემდე იკავებს კუთვნილ ადგილს, ჩვენი დროის, ყველაზე პოპულარულ სამოსზე.


II. ყველა, ვისაც თუნდაც ერთხელ სცმია ჯინსის შარვალი, ალბათ, დაფიქრებულა, თუ რატომ აქვს მას მეხუთე ჯიბე?
როგორც აღმოჩნდა, დღემდე არ არსებობს ამ ჯიბის შარვალზე დამატების ზუსტი მიზეზი. სამაგიეროდ ზუსტად არის ცნობილი, რომ პირველად ეს ჯიბე 1873 წელს, Levi’s 501 მოდელზე გაჩნდა.


image


ხოლო, ჯიბის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს:

საათისთვის — სავარაუდოდ, ეს ყველაზე ნამდვილი და მისაღები ვერსიაა, რადგან Levi’s ფირმის კატალოგებში, ამ ჯიბეს დღემდე «watch pocket» ჰქვია. რაც გვაფიქრებინებს, რომ ის, იმ დროს პოპულარული, ჯიბის საათებისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ ხელის საათები ჯერ კიდევ არ არსებობდა და სპეციალური ჯიბის გარეშე, საათის ტარება მოუხერხებელი იყო. ჯიბის საათებისთვის, სპეციალური ჯიბე ჟილეტებზეც არსებობდა. მას შემდეგ, რაც შარვალზ პატარა ჯიბე გაჩნდა, ჟილეტის ჩაცმა საჭირო აღარ იყო.

ოქროსთვის — ოქროს მაძიებლები (კოვბოებთან ერთად) ლევი სტრაუსის პროდუქციის ძირითადი მყიდველები იყვნენ. აქედან გამომდინარე, არსებობს ვერსია, რომ პატარა ჯიბე, ნაპოვნი ოქროს მარცვლების შესანახად იყო დამატებული. ასეთ ჯიბეში ის უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ჯიბე გაიხეოდა, ოქრო დიდ ჯიბეში ჩაიყრებოდა.

მონეტებისთვის — შეიძლება ჯიბე, ისევე როგორც ოქროს შემთხვევაში, ხურდა ფულისთვის იყო. იმ შემთხვევაში თუ მონეტები ჯიბეს გახეხავდა და გახევდა, ფული დიდ ჯიბეში ჩაცვივდებოდა.

იარაღის კაფსულებისთვის — ერთი ვერსიის მიხედვით, კოვბოები ამ პატარა ჯიბეებში იარაღის კაფსულებს ინახავდნენ. მაგრამ ეს ჯიბე ნამდვილად არ იყო ტყვიებისთვის შექმნილი.

სანთებელასთვის — ყველაზე პოპულარული ვერსია, ვერსიებს შორის, არის სანთებელის ვერსია. ამ ვერსიის თანახმად, მეხუთე ჯიბე იმიტომ დაემატა შარვალს, რომ მასში Zippo-ს მარკის ბენზინის სანთებელი ჩაედოთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღნიშნული სანთებელები ბაზარზე 1932 წელს გამოჩნდა ანუ ჯიბის გაჩენიდან, 59 წლის შემდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით, როდესაც მოდაში Cricket-ის მარკის სანთებელები შემოვიდა, შარვლის პატარა ჯიბემ ფორმა შეიცვალა.


III. საკმარისია, წლის შედარებით თბილ დროს ქუჩაში გავიდეთ და მაშინვე შემოგვხდება ადამიანი ნახვრეტებიანი ან დახეული ჯინსით. რაში მდგომარეობს ამ უცნაური მოვლენის არსი? ვინ და როდის გადაწყვიტა, რომ დახეული ტანსაცმლის ტარება — ნორმა არის?



image


დახეული ჯინსის ისტორია არის სამოსის სტილის ძალიან ბუნებრივად განვითარებული ისტორია. ის, რაც დღეს ტენდენციად ითვლება და მაღაზიებში იყიდება (ხშირ შემთხვევაში, არცთუ ისე იაფია), იყო დრო, როდესაც მოდას და სტილს უპირისპირდებოდა.

არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი სამოსი აღიზიანებთ და სულელურ ახირებად თვლიან, მაგრამ მათ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რამდენად ღრმა შეიძლება იყოს დახეული ჯინსის წარმოშობის ისტორია. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა ასეთი სამოსის ტარებისკენ, მენტალურად, საუკუნეების მანძილზე მიდიოდა.

ოდესღაც, ვიღაც წვრილი ფეოდალი საკუთარ გლეხებზე უკეთესად არ ცხოვრობდა (დიდი სახლი და მეურნეობა კი ჰქონდა, მაგრამ მის მოსავლელად იმდენი მოსამსახურე იყო საჭირო, რომ გლეხებისგან მიღებული შემოსავალი გასავალს ძლივს ფარავდა). მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. ფეოდალები ფინანსურად მოძლიერდნენ, სოფლებიდან საცხოვრებლად ქალაქებში გადავიდნენ, ხოლო მამულების მოსავლელად მმართველები დაიქირავეს. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage







0
504
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0