x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ასტრონომები: “ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს!”
ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, ვართ თუ არა მარტონი ამ სამყაროში. იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დედამიწის მიღმა კოსმოსში სიცოცხლის ნიშანწყალიც ვერ დავინახეთ, მეცნიერები დაჟინებით აგრძელებენ არამიწიერი ბიოლოგიური ნიმუშების ძებნას მთელ გალაქტიკაში.


იმისათვის, რათა კოსმოსში სიცოცხლე აღმოცენდეს, საჭიროა დედამიწის მსგავსი პირობების მქონე პლანეტის არსებობა. სწორედ ასეთი პლანეტა აღმოაჩინეს ასტრონომებმა სულ ცოტა ხნის წინ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე, რომელიც 37 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენგან.


აღმოჩენა იაპონური “სუბარუს” ტელესკოპით გაკეთდა. ეს “სუპერ-დედამიწა, ” რომელსაც Ross 508b ეწოდება, კლდოვანი სამყაროა, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 4-ჯერ უფრო დიდია. ერთი წელიწადი Ross 508b-ზე 11 დღეს გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის ორბიტა ძალიან ვიწროა და მნათობის ირგვლივ შემოვლას ახლად აღმოჩენილი ციური სხეული სწრაფად ასწრებს. ეს მართლაც ასეა, საკუთარი მზიდან Ross 508b მხოლოდ სულ რაღაც 5 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული (შედარებისთვის დედამიწას მზიდან საშუალოდ 150 მილიონი კილომეტრი აშორებს).
გამომდინარე იქიდან, რომ Ross 508b-ს მზე სუსტი წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, სიცოცხლისათვის ვარგისი ზონა მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მსგავსად იმისა, რომ სუსტ კოცონს უფრო ახლოს უნდა მივეფიცხოთ გასათბობად, ვიდრე დიდს და ძლიერს.


უცხო დედამიწა



რადგან ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში მდებარეობს, მეცნიერების აზრით მის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში უნდა არსებობდეს, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა 3/4-ზე მეტი წითელი ჯუჯაა. წითელი ჯუჯები საოცრად ხანგრძლივი დროის მანძილზე - მილიარდობით და ტრილიონობით წლით ცოცხლობენ და მათ გარშემო მდებარე პლანეტებზე სიცოცხლესაც მეტი დრო აქვს ევოლუციისთვის. მზის გარშემო ყველაზე ახლოს სივრცე სწორედ ასეთი წითელი ჯუჯებით არის სავსე.

2
457
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
457
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2