მხატვრობა პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო) 2022, 6 ოქტომბერი, 9:06 პერუელი მხატვარ–სიურრეალისტი ჯონ პალასიოს იდალგო (Johnny Palacios Hidalgo) — ქალის სილამაზის ნამდვილი მგოსანია. ეს სიურრეალიზმისთვის მთლად დამახასიათებელი არ არის. მაგრამ, თავშეკავებული ეროტიზმის და ფანტასტიკით შენიღბული ფარული აზრის კომბინაცია, იდალგოს კარგად გამოსდის. ჯონ იდალგო 1970 წელს პერუს დედაქალაქში, ლიმაში დაიბადა. მან ხატვა ძალიან ადრე დაიწყო და სკოლის წლებში, თანატოლებს და უფროსებს, ფანქრით და აკვარელით ოსტატურად შესრულებული ნამუშევრებით უკვე აოცებდა. ამიტომ, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ლიმას ეროვნულ მუზეუმთან არსებულ, სამხატვრო კურსებზე ჩააბარა. ხოლო, კურსების დასრულების შემდეგ, სწავლა სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში გააგრძელა, სადაც საკუთარი ტექნიკა და სტილი საბოლოოდ აირჩია. მან ხატვა ზეთის საღებავით დაიწყო და თავიდან, უპირატესობა ჰიპერრეალიზმს ანიჭებდა. შემდეგ კი, თანდათანობით, სიურრეალიზმზე გადაერთო. იდალგოს კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მის შემოქმედებაში ძალიან ბევრი რამ სალვადორ დალის შემოქმედებიდან არის აღებული. მაგრამ, მხატვარი არც მალავს, რომ დიდი ესპანელი მხატვარი, ხანგრძლივი დროის მანძილზე, მისი შთაგონების წყარო იყო და ამის გამო, სულაც არ რცხვენია. მის ტილოებზე კი, რეალისტური და ხშირად, სექსუალური ქალის გამოსახულება, სიურრეალისტურ გარემოსთანაა ჰარმონიულად შერწყმული. * რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის* რუსეთის ახალი საზღვარი და ტერიტორია, რომელზეც მას "თვალი კიდევ უჭირავს"* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე* ორგიები დედათა მონასტერში* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)1286 2-ს მოსწონს
|