x
image
intermedia.ge
Mediator image
ლეგენდარული "კორადო კატანი" - როგორ შეცვალა წლებმა მომხიბვლელი მსახიობი - მიკელე პლაჩიდოს სკანდალებით სავსე ცხოვრება და ქორწინება 37 წლით უმცროს ქალზე (ფოტოები)
image


ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "რვა­ფე­ხა“ პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე 1984 წელს გა­მო­ვი­და. იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ბრძო­ლა სი­ცი­ლი­ურ მა­ფი­ას­თან, მთავ­რო­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ას­თან 10 სე­ზო­ნი გაგ­რძელ­და და სულ 48 სე­რია გა­და­ი­ღეს.


"რვა­ფე­ხას“ ჩვე­ნე­ბა 1984 წლის გა­ზა­ფხულ­ზე იტა­ლი­ურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ და­ი­წყო. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მას იტა­ლი­ა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ზრდას­რუ­ლი უყუ­რებ­და. "რვა­ფე­ხა" 80 ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს, რაც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია იტა­ლი­ურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქ­ტებს შო­რის. 1986 წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს კო­მი­სარ­მა კა­ტა­ნიმ მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­შიც "ჩა­მო­აღ­წია."


კო­მი­სარ კო­რა­დო კა­ტა­ნი­ზე მა­შინ ქა­ლე­ბის მთე­ლი არ­მია იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მე­ო­თხე სე­ზონ­ში კო­მი­სა­რი კა­ტა­ნი კვდე­ბა და რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამის გამო მოს­კო­ვის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს ალყა შე­მო­არ­ტყეს და საყ­ვა­რე­ლი კო­მის­რის "გა­ცო­ცხლე­ბას“ ითხოვ­დნენ.



image

სი­ცი­ლი­უ­რი მა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მა­მაც მებ­რძოლს კო­რა­დო კა­ტა­ნის, სე­რი­ალ­ში ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი ცო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ქა­ლებ­თა­ნაც ჰქონ­და რო­მა­ნი, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ბე­დულ და მომ­ხიბ­ვლელ პო­ლი­ცი­ელს ცო­ლის ღა­ლატს "პა­ტი­ობ­და."


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კო­მის­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობს, მი­კე­ლე პლა­ჩი­დოს, სამი ცოლი ჰყავ­და.


  • "ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და მღვდე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი"
მი­კე­ლე პლა­ჩი­დო იტა­ლი­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ღა­რიბ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მის გარ­და, მშობ­ლებს კი­დევ 8 შვი­ლი ჰყავ­დათ.


მამა დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ობ­და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­მო­საკ­ვე­ბად. სა­ღა­მო­ო­ბით კი ბი­ძია მი­კე­ლე, რომ­ლის სა­ხელ­საც მსა­ხი­ო­ბი ატა­რებ­და, ბავ­შვებს რწმე­ნის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბო­და, კი­თხუ­ლობ­და ნა­წყვე­ტებს დან­ტე ალი­გი­ე­რის "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ი­დან“. პა­ტა­რა მი­კე­ლეს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა ეკ­ლე­სი­ა­ში მოს­მე­ნი­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და ბი­ძის მიერ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ გა­და­წყვი­ტა მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. მაგ­რამ, გარ­და­ტე­ხის ასა­კის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მისი მო­წო­დე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბა იყო...


განაგრძეთ კითხვა >>>>

0
1938
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0