კინო ლეგენდარული "კორადო კატანი" - როგორ შეცვალა წლებმა მომხიბვლელი მსახიობი - მიკელე პლაჩიდოს სკანდალებით სავსე ცხოვრება და ქორწინება 37 წლით უმცროს ქალზე (ფოტოები) 2022, 5 ოქტომბერი, 16:56 ტელესერიალი "რვაფეხა“ პირველად ეკრანზე 1984 წელს გამოვიდა. იტალიელი სამართალდამცველების ბრძოლა სიცილიურ მაფიასთან, მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციასთან 10 სეზონი გაგრძელდა და სულ 48 სერია გადაიღეს. "რვაფეხას“ ჩვენება 1984 წლის გაზაფხულზე იტალიურმა ტელევიზიამ დაიწყო. კვლევის მიხედვით, მას იტალიაში ყოველი მეორე ზრდასრული უყურებდა. "რვაფეხა" 80 ქვეყანაში აჩვენეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია იტალიურ სატელევიზიო პროდუქტებს შორის. 1986 წლის ივლისის ბოლოს კომისარმა კატანიმ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც "ჩამოაღწია." კომისარ კორადო კატანიზე მაშინ ქალების მთელი არმია იყო შეყვარებული. მეოთხე სეზონში კომისარი კატანი კვდება და როგორც ცნობილია, ამის გამო მოსკოვის მაცხოვრებლებმა იტალიის საელჩოს ალყა შემოარტყეს და საყვარელი კომისრის "გაცოცხლებას“ ითხოვდნენ. სიცილიური მაფიის წინააღმდეგ მამაც მებრძოლს კორადო კატანის, სერიალში ლამაზი და ჭკვიანი ცოლის პარალელურად სხვა ქალებთანაც ჰქონდა რომანი, თუმცა მაყურებელი გაბედულ და მომხიბვლელ პოლიციელს ცოლის ღალატს "პატიობდა." აღსანიშნავია, რომ რეალურ ცხოვრებაში კომისრის როლის შემსრულებელ მსახიობს, მიკელე პლაჩიდოს, სამი ცოლი ჰყავდა.
მამა დილიდან-საღამომდე მუშაობდა მრავალშვილიანი ოჯახის გამოსაკვებად. საღამოობით კი ბიძია მიკელე, რომლის სახელსაც მსახიობი ატარებდა, ბავშვებს რწმენის შესახებ ესაუბრებოდა, კითხულობდა ნაწყვეტებს დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიიდან“. პატარა მიკელეს იმდენად მოეწონა ეკლესიაში მოსმენილი საგალობლები და ბიძის მიერ მოყოლილი ისტორიები, რომ გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო. მაგრამ, გარდატეხის ასაკის შემდეგ მიხვდა, რომ მისი მოწოდება მსახიობობა იყო... განაგრძეთ კითხვა >>>> 1938 2-ს მოსწონს
|