x
მეტი
  • 13.11.2024
  • სტატია:138225
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511958
როგორ უცვლიდნენ სხვადასხვა ერის შვილები თავის შვილებს თავის ქალას ფორმებს
image ეს ქალები მაიას ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, სურათები გაკეთებულია კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით.


1433-1533 წლების წინ ჩვენს ერამდე მაიას ტომი ეწეოდა პრაქტიკას მათი ტომის წარმომადგენლების თავის ქალის შეცვლაზე პატარა ასაკიდან.


ასევე მეცნიერები დღეს იკვლევენ ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელი ტომების წარმომადგენლების თავის ქალებს, რომლებიც ასევე სპეციალურად ახდენდნენ თავის ქალას დეფორმირებას.


ისეთი ტომები, როგორიც იყო ჩოკტო, ჩინუკები, ისევე როგორც ინდიელები ნუკსაკისა და ჩეგალის წარმომადგენლები ახალშობილებს აკვანში თავით ისე აბამდნენ, თავის ქალა დეფორმაციას განიცდიდა, რაც ამ სურათზე აშკარადაა გამოკვეთილი. მე მაიმუნის თავის ქალა მეგონა, მაგრამ ადამიანის თავის ქალა აღმოჩნდა.


image
თავის ქალის დეფორმაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს რაც ვფიქრობ საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო ახალშობილებისთვის, ეფექტის მისაღებად ხანდახან თავის ქალის დეფორმირებისათვის 2 წლამდე იყენებდნენ საშუალებებს.


თავის ქალაზე მჭიდროდ დახვეულ ქსოვილზე ასევე მჭიდროდ ახვევდნენ და უჭერდნენ, საბელს, თოკს, ხვიარა მცენარეს და ასე შემდეგ.


image
თავის ქალას მჭიდროდ შეხვევა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ქალას ისეთ ფორმას აძლევდა, როგორი ფორმითაც იყო თავი შეკრული, ამ შემთხვევაში თავი შეკრულია ისე ადამიანის თავის ქალას კონუსის ფორმა მიეღო.


image

ცენტრალურ აზიაში ტომები რომლებიც მისდევდნენ თავის ქალას დეფორმირების ტრადიციას საკმაოდ იყვნენ, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჰუნები, ისინი იყვნენ ამ საქმის სპეციალისტები და ამ საქმიანობას ეწეოდნენ მეთხე, მეექვსე საუკუნეებს შორის ჩენს ერამდე.


ამ ტრადიციას მისდევდნენ აგრეთვე აღმოსავლეთ გერმანიის ტომებიც.


image

ცნობილია რომ ალხონების მომთაბარე ტომი ეწეოდა თავის ქალას დეფორმირების პრაქტიკას, ამ ტომის წარმომადგენლების დიდებულების ნამარხი თავის ქალები ყველა წაგრძელებულია უჩვეულოდ, რაც თავის ქალას დეფორმირება ხელოვნურადაა მიღებული.


ასეთი სახის დეფორმირებული თავის ქალა მიანიშნებდა მის არისტოკრატიულ წარმომავლობაზე და მის მდგომარეობაზე ტომში.


image
აფრიკაშიც მიღებული იყო თავის ქალას ხელოვნური დეფორმირება, აფრიკელები როლებიც თავის ქალას დეფორმირების ტრადიციას მისდევდნენ, ფიქრობდნენ რომ ფორმა შეცვლილი თავის ქალით ისინი ბევრად ლამაზი და მიმზიდველები იყვნენ.


ის რაც იმ ეპოქაში მისაღები და ტრადიციული იყო დღეს საშინელებად აღიქმება ნორმალური ადამიანის მიერ, წარმოიდგინეთ ბავშვი რომელსაც სათაგურის მსგავს ხაფანგში თი წნეხში აქვს ავი მოყოლილი იმისათვის, რომ მისმა თავის ქალამ კონუსური ან სულაც სხვა მდგომარეობა მიიღოს.
განსჯა თქვენთვის მომინდვია.



+16

0
802
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
802