სხვა "იყვნენ ყმები და გახდნენ მონები" - ალა პუგაჩოვა 2022, 4 ოქტომბერი, 17:13
პრიმადონა და რუსული ესტრადის სუპერვარსკვლავი ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით იმ ადამიანებს ეხმიანება, რომლებიც მას აკრიტიკებენ პროტესტის ნიშნად ქვეყნის დატოვების გამო:
"ღმერთო ჩემო! რა ბედნიერებაა, რომ იმ ადამიანებს ვძულვარ, რომლებსაც ვერასდროს ვიტანდი. მათ რომ მოვწონდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად მიცხოვრია და მიმღერია. მიზეზი ცხადია. დაე, კბილები აღრჭიალონ. იყვნენ ყმები და გახდნენ მონები" - წერს ალა პუგაჩოვა ინსტაგრამზე. შეგახსენებთ, ალა პუგაჩოვამ ქვეყანა პირველად ოჯახთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დატოვა, ამა წლის ზაფხულში იგი ჯერ ლატვიაში ისვენებდა ცოტა ხანი, შემდეგ კი აგვისტოს ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა.მისივე თქმით "ბავშვები სკოლაში უნდა შეეყვანა", თუმცა სამშობლოში დაბრუნებისთანავე პუგაჩოვას კრიტიკის ქარცეცხლი დაუტრიალეს პუტინის მედია რუპორებმა, მატ შორის სოლოვიოვმა. მალევე ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ჩვენი ბიჭების დაღუპვის შეჩერება სურს, (გულისხმობს მეუღლეს)რომლებიც ილუზორულ მიზნებს ეწირებიან. ეს პროცესი რუსეთს გარიყულ ქვეყნად აქცევს და მისი მოქალაქეების ცხოვრებას აუარესებს“, - დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ის თავის ქმარს, მაქსიმ გალკინს სრულ სოლიდარობას უცხადებს. რამდენიმე საათში პუგაჩოვას ამ სტატუსმა 500 ათასზე მეტი „ლაიქი“ დააგროვა. ასევე, პუგაჩოვამ სთხოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რომ მისი მეუღლის, მაქსიმ გალკინის მსგავსად მასაც „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიანიჭონ. თუმცა სულ მალევე პუგაჩოვა ბავშვებთან ერთად კვლავ ისრაელში გაემგზავრა. მედიასაშუალებები წერენ, რომ სავარაუდოდ, მომღერალი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს იქ ან დიდხანს აღარ დაბრუნდეს სამშობლოში. 120 2-ს მოსწონს
|