საზოგადოება ცნობილ ტელეწამყვანს, ნიკა ტაბატაძეს ვეღარ იცნობთ 2022, 3 ოქტომბერი, 12:22 ნიკა ტაბატაძეს საქართველოში წლების წინ ყველა იცნობდა. იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იყო. მას მრავალი წლის განმავლობაში არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კურიერი ნათია ლაზაშვილთან ერთად წყვილში მიჰყავდა. ახალი ფოტოებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე ვრცელდება, ირკვევა, რომ პოპულარული ქართველი ტელეწამყვანის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასაკის მატებასთან ერთად უცხოა მისი სტილიც. მისი გარეგნობა, იმიჯი და სტილი საკმაოდ შეცვლილია. მაყურებელს კარგად ახსოვს, რომ მას რამდენჯერმე მოუწია როგორც ეკრანის, ისე საქართველოში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის დატოვება და შემდეგ ისევ დაბრუნება, , ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნიკა ტაბატაძე 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა; ამ პოსტიდან 2006 წელს გაათავისუფლეს; შემდეგ კერძო ბიზნესში წავიდა; გავრცელებული ცნობით, ნიკა ტაბატაძე არის სს "ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა" და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი. . ტაბატაძე წლები ამერიკაში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ჰყავს მეუღლე, მაკა ძაძამია და ორი შვილი, აქტიურად მიჰყვება სპორტულ ცხოვრებას. . 772 2-ს მოსწონს
|