x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124203
  • ვიდეო:355547
  • სურათი:496957
"პუტინს ჰყავს მინიმუმ 3 ორეული" - უკრაინის დაზვერვის ახალი კვლევა
image.


პუტინს ჰყავს მინიმუმ 3 ორეული - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

.

კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურს ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.


/

„პირადად მე არ ვარ „პუტინოლოგი". ჩემთვის არის ზუსტი ის, რომ მას ჰყავს 3 ორეული, რომლებსაც პირადად მე უცბად ვხედავ. რამდენი ორეული ჰყავს მას სინამდვილეში - უბრალოდ, საჭიროა ინფორმაციის დამუშავება“, - განაცხადა ბუდანოვმა.

.

2021 წელს პუტინმა აღიარა, რომ მას შესთავაზეს თავისი ორეულის შექმნა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა, ის ამას არ დათანხმდა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც კრემლის ლიდერმა განაცხადა, შეთავაზება ორეულის შექმნის შესახებ მან 2000-იან წლებში, როდესაც ჩეჩნეთის ომი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი თავის ორეულს იყენებდა.

.

შეკითხვა ორეულთან დაკავშირებით პუტინს ჟურნალისტმა ანდრეი ვანდენკომ დაუსვა, რომელიც სააგენტო „ტასისთვის“ ჩაწერა.

ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა: „თქვენ ნამდვილი ხართ?“. რაზეც კრემლის ლიდერმა უპასუხა რომ ნამდვილია. როგორც ვადენკომ აღნიშნა, „პუტინის ორეული“ ინტერნეტში რუსეთის პრეზიდენტის სახელთან კავშირში მყოფ სიტყვებს შორის ყველაზე ხშირად ძებნადი იყო.

.

0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0