საქართველო "მეგობრებო, ..... მაინც ყველას ჩაგხევთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 2 ოქტომბერი, 13:04 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის პერსონის "ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიად" შეფასებას პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"მეგობრებო, როგორც არ უნდა მოიქაჩლოთ თავი საკუთარი დონორების ქებით (ფულიანთა გამოსარჩლების სევდიანი კვირეული გვქონდა, უფულოებსაც რომ ესარჩლებოდნენ - არას დაგიდევდით), ელისო ბოლქვაძე მაინც ყველას ჩაგხევთ - ამათ ვერ აჯობებთ, როგორც არ უნდა დაგიმსგავსონმაგ საქმეში მუდამ ლუზერები იქნებით!"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ "შაბათის ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რომ პოლიტიკაში ის ბიძინა ივანიშვილის იდეების გამგრძელებლად მოვიდა. მმართველი გუნდის წევრის თქმით თუ "ქართული ოცნების" ლიდერს ხელოვნების სფეროს შევადარებთ ის მისთვის "ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა":"რა კარგია რომ ასეთ ადამიანებთან [ქართული ოცნება] მოვედი და პირველ რიგში რა თქმა უნდა, მე მოვედი ბატონ ბიძინას იდეების გამგრძელებელი. ასე ვთქვათ ჩემი შთაგონება არის ეს...თუ შევადარებთ ხელოვნების სფეროს - ბეთჰოვენია ალბათ ჩემთვის, ბეთჰოვენის სიმფონია, ბეთჰოვენს ბევრი სიმფონია აქვს დაწერილი - მესამე, მეოთხე, მეცხრე... მეცხრე ალბათ, ყველაზე დიდი კულმინაციაა." - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ "ფორმულასთან" საუბარში.548 შეფასება არ არის |