ტენდენციები ევა ბარბაქაძის პიკანტურმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო 2022, 2 ოქტომბერი, 12:19 შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე, როგორც ჩანს მალე დედაზე არანაკლებ პოპულარული იქნება, გოგონას სოციალურ ქსელში 175 ათასი გამომწერი ჰყავს და უკვე პიკანტურ ფოტოებსაც უზიარებს, ამის დასტურია მისი ბოლო ფოტოსესია, სადაც გოგონამ პირველად გამოაჩინა ნაიარევი, რომელიც სავარაუდოდ მე-5 სართულიდან გადმოვარდნის დროს დარჩა.
"უცებ შორენას ადრინდელი ფოტო მეგონა, როგორ გავხარ ამ ფოტოებში ლამაზო დედას" "რა სილამაზეაა" "განსაკუთრებით მიყვარს" "ულამაზესი ხარ! გიხდება" "როგორ გავს შორენას " "ულამაზესი ევა" "ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ"-უწერენ კომენტარებში ევას. ევა ბარბაქაძე 2016 წლის 25 აპრილს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციების შემდეგ ევამ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გაიარა.ამჟამად 21 წლის ევა ბარბაქაძე კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 390 2-ს მოსწონს
|