ფოტოგრაფია საინტერესო და იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 2022, 2 ოქტომბერი, 10:49
ეს საოცარი, ისტორიული ფოტოები მცირე ხნით დროში უკან დაგაბრუნებთ და წარსულის სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებთ! მას შემდეგ, რაც 1826 წელს პირველი კამერა იქნა გამოგონილი, იმ დღიდან მოყოლებული ადამიანები ფოტოგრაფიის საშუალებით თავიანთი ცხოვრების დოკუმენტირებით არიან შეპყრობილნი, რის დამადასტურებლადაც ქვემოთ წარმოდგენილი სწორედ ეს რარიტეტული კადრებიც გვევლინება. დამეთანხმეთ, რომ ამ ვინტაჟური ფოტოების ნახვით ისტორიის შესწავლა ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო ხდება, ვიდრე უბრალოდ სახელმძღვანელოს კითხვით.
ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი, გალინა ბრეჟნევა მაგიდაზე ცეკვისას
დიმიტრი მენდელეევი და არხიპ კუინჯი ჭადრაკის თამაშისას, 1907 წელი
ნორტამბერლენდელი მაღაროელი სადილობისას, ინგლისი, 1937 წელი
ლესბოსელი წყვილი, პარიზი, 1932 წელი
14 წლის მოზარდს მეტსახელად "ბიჭ სამსონს" მოტოციკლისტი თავისივე 90 კილოგრამიანი მოტოციკლით უჭირავს, 1932 წლის 28 მაისი
ელიზაბეტ ტეილორი, 1967 წელი
60-იანი წლების ამერიკელი სტრიპტიზიორები
მერლინ მონრო ჯონ კენედის დას, პატრიცია კენედის, სვინგის მოძრაობებს ასწავლის, 1962 წელი
სტივენ სპილბერგი ფილმ "პოლტერგეისტის" გადაღების დროს "MGM"-ის პავილიონში საბავშვო ველოსიპედით სეირნობისას, 1981 წელი
ლეონარდო დიკაპრიო, 1995 წელი
ჯონი დეპი 20 წლის იუბილის აღნიშვნისას, 1983 წელი
1944 წელს ლამაზმანების ბანაობა
70-იანი წლების პანკი
გოგონა ბიკინებში, 1955 წელი
ახალი წლის აღნიშვნისას, 1960 წელი
შუა საუკუნეების სტილი, 1939 წელი
გოგონები წვეულებაზე პარიზში, 1965 წელი
შეერთებულ შტატებში "დიდი დეპრესიის" დროს მშრომელი ხალხი ცოტა ფულს შოულობდა, და კიდევ უფრო ცოტას ხარჯავდა, ამიტომ რესტორანში ხალხის შეტყუება სხვადასხვა ხრიკის, გარკვეული სახის აქციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარებით ხდებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეებმა სალას ნაჭრებზე (ბეკონზე) საჯარო სრიალი მოაწყვეს, გააცხელეს გიგანტური ტაფა და ქალს ფეხებზე სალის ორი ნაჭერი მიუმაგრეს, რათა მას ტაფის ცხელ ზედაპირზე სრიალი ისე შეძლებოდა როგორც ყინულის მოედანზე.
|