x
image
ლადო_25
ნიანგის ცრემლები

image

ძალიან გავრცელებული გამონათქვამია " ნიანგის ცრემლებით ტირილი ", რომლის მნიშვნელობაც ძალიან ბევრმა მისმა მთქმელმა არ იცის, არც ის იცის რომ ნიანგს მართლაც, რომ აქვს ცრემლები და მართლაც რომ ტირის.

ამბობენ, ყოველთვის, როცა ნიანგი ადამიანს შეჭამს, მაშინვე გრძნობს სინდისის ქენჯნას და ცრემლებად იღვრება. გჯერათ რომ ნიანგს, შეიძლება, სინდისი ჰქონდეს? გამორიცხულია. თუმცა, ტირილი და ცრემლების ღვრა ნამდვილად შეუძლია და აკეთებს კიდევაც ამას. საქმე ისაა, რომ ნიანგის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება მინერალური მარილები და სპეციალური ჯირკვალი ჯირკვალი ცრემლების სახით მათ გარეთ გამოდევნის. ანუ, მენიუზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული ნიანგის ცრემლები- ადამიანს შეჭამს თუ ირემს, ის მაინც იტირებს. მოცემული ორგანოს ერთადერთი ფუნქცია – ორგანიზმიდან მარილის ზედმეტი კონცენტრაციის გამოყვანაა, საიდანაც გაჩნდა გამოთქმა “ნიანგის ცრემლები”…







8
1585
7-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
1585
  
2012, 12 ოქტომბერი, 17:59
++++++++++++++++++
2012, 25 სექტემბერი, 14:49
+++++
2012, 25 სექტემბერი, 13:50
არადა ის ხშირად ერევათ ხოლმე ___ცხარე ტირილში.. მახსოვს ერთხელ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ერთმა სტუდენტმა დამიწერა რომელიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავზე: ოსკარით დაჯილდოებისას სულ ნიანგის ცრემლებით ტიროდაო...
2012, 25 სექტემბერი, 13:38
კი ნამდვილად უკვე დაშავებულის მერე ვითომ დარდს
2012, 25 სექტემბერი, 13:35
კი ბატონო..ალბათ ასეა, მაგრამ როდესაც ამ გამოთქმას ფიგურალურად იყენებენ ___ სწორედ მაშინ ეშლებათ ხოლმე მნიშვნელობა. როგორც წესი "ნიანგის ცრემლებით ტირილი" ___ მსხვილი __ ცრემრემლებით ტირილი ჰგონიათ... არადა ეს ფიგურალური ფრაზა ნიშნავს ___ აფერისტულ ტირილს!
2012, 25 სექტემბერი, 13:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8