ლეონარდო და ვინჩი იყო თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, მაგრამ ამ დღეებში ადამიანების უმეტესობას იგი მხოლოდ რამდენიმე ნახატიდან ახსოვს. ცოტამ თუ იცის, რომ მისმა წვლილმა სხვადასხვა გამოგონებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენს თანამედროვეობაშიც:
1. ლეონარდო და ვინჩიმ დატოვა 13000-ზე მეტი გვერდი ჩანაწერები და ნახატები ანატომიაზე, ფიზიოლოგიაზე, ინჟინერიაზე, მექანიკაზე, გეომეტრიაზე, მათემატიკაზე, ფრინველებზე, ფრენაზე, თვითმფრინავებზე, ბოტანიკაზე, პროპორციებზე, ტოპოლოგიაზე, იარაღზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ხელოვნებაზე და სხვაზე. ეს ყველაფერი მან სპეციალურ სარკისებურ სტენოგრამაში ჩაიწერა, მარჯვნიდან მარცხნივ.
2. ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა რობოტი რაინდულ ჯავშანში, რომელიც კაბელებით კონტროლდებოდა. როდესაც თანამედროვე ინჟინრებმა და ვინჩის ნახატებზე დაფუძნებული რეპლიკა ააგეს, რობოტი სრულად ფუნქციონირებდა.
3. საიდუმლო სერობა როგორც დღეს არსებობს, დიდწილად თანამედროვე რეკონსტრუქციაა. ნახატი ძლიერ დაზიანდა დაწერიდან სულ რაღაც სამოცი წლის განმავლობაში და მას შემდეგ გამოიარა წყალდიდობა, დაბომბვა, ფრანგი რევოლუციონერები და სხვა სიტუაციები, რომლებსაც შეეძლო მისი დაზიანება.
4. ლეონარდო და ვინჩი წერდა: „ხის ყველა ტოტი მისი სიმაღლის ყველა საფეხურზე რომ შევკრიბოთ, ტოლია სისქით ამ ხესთან“.
5. ლეონარდო და ვინჩის მტკიცედ განზრახული ჰქონდა გამოექვეყნებინა ყველა მისი ნამუშევარი და დაუტოვა ისინი თავის სტუდენტს, რომელიც ვერ აუვიდა მის ყველა ჩანაწერს და სიცოცხლის განმავლობაში მოახერხა მხოლოდ ტრაქტატის შედგენა მის ნახატზე, ხოლო დანარჩენი ნაშრომები დაუტოვა მემკვიდრეებს, მათ დიდად არ აინტერესებთ მათი შინაარსი და ნაშრომები გაყიდეს.
6 ლეონარდო და ვინჩის ყოველ 4 საათში მხოლოდ 20 წუთი ეძინა.
7. ჯინევრა დე ბენჩის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნახატია, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში (ვაშინგტონში).
8. ლეონარდო და ვინჩის ნამდვილი გვარი არ ჰქონდა, რადგან მისი მშობლები დაქორწინებულები არ ყოფილან. მისი "გვარი" გახდა და ვინჩი (სიტყვასიტყვით: ვინჩიდან).
9. ერთხელ ლეონარდო და ვინჩიმ ჩაატარა ექსპერიმენტი იმის გასაგებად, თუ როგორ მოძრაობს სისხლი გულის სარქველებში. ამისათვის მან გულში ჩაასხა ცხელი ცვილი, ჩამოსხმის საფუძველზე დაამზადა თხელი შუშის ფორმა, შემდეგ კი მასში წყალი ამოტუმბა. ამან მას საშუალება მისცა დაენახა, რომ გული არეგულირებს საკუთარ თავს.
10. ლეონარდო და ვინჩის „მსოფლიოს მხსნელი“ აუქციონზე 1958 წელს გაიყიდა 45 ფუნტ სტერლინგად, ხოლო 2005 წელს 10000 დოლარზე ნაკლებ ფასად. 2011 წელს ნახატი ლეონარდოს ორიგინალურ ნამუშევრად იქნა აღიარებული. ამის შემდეგ, 2013 წელს, ნახატი 75 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხელახლა გაიყიდა 127, 5 მილიონ დოლარად, შემდეგ კი ისევ აუქციონზე 2017 წელს 450, 3 მილიონ დოლარად.
11. ყველაზე ძვირადღირებული ხელნაწერი არის ლესტერის კოდექსი, ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების რვეული. ინფლაციის მიხედვით, ის 53 მილიონი დოლარი ღირს და ამჟამად ბილ გეითსს ეკუთვნის.
12. მოგვთა თაყვანისცემა არის ლეონარდო და ვინჩის დაუმთავრებელი ნამუშევარი, რომელიც შეკვეთილია ფლორენციული მონასტრის მიერ 1480 წელს. ლეონარდოსთვის ბუნებრივი იყო პროექტების მიტოვება, ამიტომ საბოლოოდ, როცა საქმე მობეზრდა, უბრალოდ მიატოვა ყველაფერი და გადავიდა მილანში. შემდეგ მონასტერმა ფილიპინო ლიპის გადაუხადა ნახატის დასასრულებლად.
13. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, ლეონარდო და ვინჩი ქორწილების ორგანიზებით იყო დაკავებული. მან თავდაპირველად საიდუმლო სერობის მაგიდის განლაგება შექმნა მილანის ჰერცოგის ქორწილისთვის 1491 წელს.
14. 1998 წელს აიოვას ქალაქ დეს მოინსმა უარყო საცალფეხო ხიდის პროექტი, რადგან "ზედმეტად თანამედროვე" იყო. დიზაინი ეფუძნებოდა ლეონარდო და ვინჩის 1504 წელს შესრულებულ ნახატებს.
15. ლეონარდო და ვინჩიმ მონა ლიზას მარჯვენა თვალში თავისი ინიციალები ამოკვეთა.
16. ლეონარდო და ვინჩის შენიშვნებში სექსუალურობაზე: "გამრავლების აქტი და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, იმდენად ამაზრზენია, რომ ლამაზი სახეები და მგრძნობიარე მიდრეკილებები რომ არ არსებობდეს, მაშინ ადამიანები გადაშენებას ამჯობინებდნენ".
17. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო წერა და ხატვა ორივე ხელით.
18. ლეონარდო და ვინჩის ბოლო სიტყვები იყო: „მე შეურაცხყოფა მივაყენე ღმერთს და კაცობრიობას იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში ასე ცოტა გავაკეთე“.