x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე ხალხს შეურაცხყოფას აყენებდეს და ასეთ ტალახში კისრამდე ჩაფლული იდგეს ..." - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასმულ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა საკმაოდ უჩვეულო დიაგნოზს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ეს უკვე ჩერგოლეიშვილის არაცნობიერის ფობიური შიშია, ამჯერად ვენერიული დაავადებისადმი, რომელიც სიღრმეებში-მისთვის პრობლემურ ღრმა არაცნობიერთან მიდის ( ის უკვე მხოლოდ თავად ეცოდინება ალბათ).


ასე ხალხს შეურაცხყოფას აყენებდეს და ასეთ წუმპეში -ტალახში კისრამდე ჩაფლული იდგეს ნებაყოფლობით -"სიამოვნებით ", როგორც ეს ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ და ბევრს არა! მიხარია რომ ცოტანი არიან !



P.S .


ამას - ამ ქალის არაცნობიერს ბებიაჩემი ( პროფ. თამარ ფხაკაძე) უფრო კარგად ახსნიდა, ძლიერი ექიმი-ვენეროლოგი და ამავდროულად ფსიქოლოგი იყო!" - ვკითხულობთ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი მხარდამჭერის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც კონკრეტული პიროვნება იმის შესახებ წერდა რომ ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით "ენმ"-ს შეუძლია. აღნიშნულმა კომენტარმა "ტაბულას" დამფუძნებელი წყობიდან იმდენად გამოიყვანა რომ ყველაზე სხვილი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს არც მეტი, არც ნაკლები ვენერიული დაავადების დიაგნოზი დაუსვა:


image


"მიშიზმი - ვენერიული დაავადება. ევროპული საქართველოს აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.


P.S. აი, ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი. ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ ამ მანქურთებმა ხმა მისცენ, როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?" - დაწერა "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.









0
207
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
207