x
მეტი
  • 27.11.2022
  • სტატია:123929
  • ვიდეო:355469
  • სურათი:496459
„არაადამიანი უნდა იყო ეს რომ გააკეთო“ – რა დახვდა შვილის საფლავზე მაია ასათიანს?
image


ტელეეკრანებიდან გაუჩინარებული პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამის~ საკუთარ გვერდზე“ გამოქვეყნებულ „სთორიში“ წერს, რომ მისი შვილის ნუცა მახვილაძის საფლავიდან ახლახან ჯვარი მოიპარეს.

.

„ჩემი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს… რა ჯიშის ადამიანი აკეთებს ამას? არის საერთოდ ადამიანი?“, – წერს ჟურნალისტი მაია ასათიანი ფოტოს აღწერაში.


.

მაია ასათიანს სტუდენტი შვილი საფრანგეთში სწავლის დროს მენინგოკოქცემიის ინფექციის განვითარების შედეგად გარდაეცვალა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.. ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ტელეწამყვანი ეკრანზე დაბრუნდა და გადაცემები განაგრძო.

.

რუსთავი 2-იდან გვარამიას გუნდის წასვლის შემდეგ მაია ასათიანი ძველ თანაგუნდელებს არ გაჰყვა და არხზე დარჩა. ერთი წლის შემდეგ კი დაახმოებით ორი წლის წინ მან არხი სკანდალურად დატოვა და აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი მას ზღუდავს და იქ ვეღარ იმუშავებს. მოკლე ხანში დახურული გადაცემა „პროფილი“ როგორც მოსალოდნელი იყო ტვ პირველის ეთერში განახლდა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე გადაცემა გავიდა ეთერში და მაია ასათიანის გადაცემა თავისი ნებით შეჩერდა. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ იძულებულია ტაიმ-აუტი აიღოს და ეკრანზე აღარ გამოჩნდეს. მისი თქმით, დროებით დაისვენებს, რადგან ამ ეტაპზე მისი გამოჩენა შეუძლებელია.

.

მაია ასათიანი, “პროფილის” ბოლო გადაცემისას მონოლოგში აღნიშნავდა:

.

“მე აქ მასწავლეს, როგორ გავხდე ტყვიაგაუმტარი და მე გავხდი ჟურნალისტი. დღემდე ის 20 წლის წინანდელი გოგო ვარ, რომელიც სიბნელიდან ანთებულ რუსთავი2-ში მივიდა.

.
როცა ეს ტელევიზია ინგრეოდა, ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ ვიქნებოდი ბოლო, ვინც იმ ფასეულობისთვის იბრძოლებდა, რასაც რუსთავი2 ჰქვია და თუ ეს ბრძოლა შეუძლებელი გახდებოდა, მხოლოდ მაშინ, ბოლო გავიდოდი ამ შენობიდან. რუსთავი 2 კედლები არ არის, ეს არის ფასეულობები.

.

პირობა შევასრულე, ბოლო გავდივარ ამ შენობიდან და ამ არხზე 20 წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, რადგან აქ იმ სინათლეს, მთელი საქართველოს იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია. იძულებული ვარ წავიდა, საბრძოლველი აღარაფერია.

.
ყველა აქ არის, ყველა ვისთან ერთადაც ეთერში ის სასწაული ხდებოდა. მიყვარხართ ყველა. მადლობა, რომ ჩემთვის ასეთ რთულ დღეს ჩემთან ერთად ხართ. პროფილი ამ არხზე დღემდე ყველაზე რეიტინგულია. ის იყო პირველი არაპოლიტიკური თოქ-შოუ საქართველოში. მეამაყება რომ პირველები ვართ და ამ გზას გავაგრძელებთ. ეს დასასრული არ არის.” - აღინიშნა გამოსამშვიდობებელ მონოლოგში.

.

სამომავლოდ გამოჩნდება თუ არა მაია ასათიანი და მისი პოპულარული გადაცემა რომელიმე სატელევიზიო არხის ეთერში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მისი თანაგუნდელები კი, რომლებიც ამ გადაცემის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, უკვე სხვა გადაცემებში გადანაწილდნენ.

0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0