სტილისტების "შედევრები", რომელთა დანახვაზე სიცილს კი არა ხარხარს დაიწყებთ
2022, 29 სექტემბერი, 16:13
ადამიანების თმა, წვერი და ფრჩხილები მუდმივად საჭიროებს შეჭრას, თმის შეჭრა ყველას შეუძლია მაგრამ როგორ ესაა მთავარი. მახსოვს სამხედრო სასწავლებელში რა დღეში ჩავაგდე ყირგიზი კურსანტი, როცა თმის შეთხელების ნაცვლად ისე გავუფუჭე თმა თავი გადასაპარსი გაუხდა და მთელი თვე ხმას არ მცემდა. თმის შეჭრის უამრავი ფორმაა, უამრავი სახელი შეარქვეს თმის შეჭრა-დაყენების სტილს, ზოგადად სტილისტის პროფესია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და საზოგადოებაში მოთხოვნადია, თან თმის შეჭრა ისე, როგორც კლიენტს სურს არცთუ ისე იაფი ჯდება. თმის შეჭრაცაა და თმის შეჭრაც, სპეციალურად თქვენთვის შევარჩიე ისეთი ადამიანები რომელთა დანახვაზე შანსი არაა გულიანად არ გაგეცინოთ. ზედა სურათზეა ახალგაზრდა რომლის თმაც ისეა შეჭრილი თივის ცუდად დადგმული ზვინი გეგონებათ.
საინტერესოა რამ აიძულა ეს კაცი ასე სასაცილოდ შეეკრიჭა თმა. ეს ადამიანია თუ ლეოპარდი? ამ ბიჭს ეტობა ქალის დიადემა უყვარს ძალიან. როცა არჩევანს ვერ აკეთებ დაბალ თმასა და გრძელ თმას შორის და ორივეს იყენებ. ანიმაციის მოყვარულმა ბიჭმა სტილისტს საკუთარ თავზე აასახვინა ანიმაცია.
ეს ბიჭი უეჭველი კარდიოლოგობაზე ოცნებობს. სანამდე მიდის ზოგიერთის ფანტაზია. ზედმეტი ყურების როლს ასრულებს თუ რქების როლს ასე შეჭრილი თმა? როცა ფანტაზიის უნარი ახალ დონეზეა გადასული შედეგი ასეთი დგება. "ინი" და "იანი". ამას ჩემი კატა უეჭველი მიახტებოდა თაგვის დაჭერის სურვილით. რამდენ ოფლს დაღვრიდა სტილისტი ამ "შედევრის" შექმნაში წარმოიდგინეთ.