x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერი ქართველ მებრძოლებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
image გვინდა არ გვინდა ათეულ ათასობით რუსის შემოსვლა საქართველოში ერთ დღეს სერიოზულ პრობლემად შემოგვიბრუნდება, რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებებიც არ გვიქადის არაფერ კარგს.


არმაგედონის წარმოჩენას არ ვაპირებ, საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა მაქვს, მაგრამ ცხადზე ცხადია სახარბიელოდ არა გვაქვს საქმე, ჯარის გაძლიერება შეჩერებულია და გამოცდილი კადრები ტოვებენ მას, პოლიციიდან მასიურად მიდიან პოლიციის მაღალჩინოსნები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია, ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს უცხოეთში სამუშაოს პოვნის იმედით.


არც ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს ჩასვლაა შემთხვევითი, ბელორუსის დიქტატორის თქმით: "მან და მისმა უფროსმა ძმამ პუტინმა გადაწყვიტეს მარტო არ დატოვონ აფხაზეთი".


მანამდე სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ გაიზარდა საფრთხე საქართველოს მხრიდან, ვფიქრობ ეს როყიოდ ნასროლი სიტყვები კი არა მოსალოდნელ რეალურ გართულებაზე გათვლილი სიტყვებია, გალის ქართული მოსახლეობა თვალში ეჩხირება სეპარატისტულ რეჟიმს და არაა გამორიცხული უსაფრთხოების დაცვის მოტივით გალის მოსახლეობაში "წმენდა" მოაწყონ.



უკრაინაში რუსეთი მარცხდება, საქართველოში კი სიტუაცია იძბება ათეულ ათასობით ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქის შემოშვებით, არ ვიცი რა კანონებით ხელმძღვანელობენ ქართველი მებაჟეები და მესაზღვრეები, როცა რუსებს შეუფერხებლად უშვებენ საქართველოში ხოლო კავკასიაში ჩვენი უერთგულესი ერის-ინგუშების წარმომაგენლებს არ უშვებენ საქართველოში.


უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სნაიპერმა ავთო ქაჯაიამ (რომელზეც ძებნა აქვს გამოცხადებული რუსეთის ფედერაციას და ნადირობაა მასზე გამოცხადებული) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა მიმართვა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მებრძოლების მისამართით.


მან მოუწოდა ქართველ მებრძოლებს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდნენ, რადგან მათ თავიანი საკმაოდ დიდი წვლილი უკვე შეიტანეს უკრაინის დაცვის და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე და ახლა დროა საქართველოს დასაცავად დაბრუნდნენ.
image

0
377
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
377