მოვლენები მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი "დიორის" ჩვენებაზე (ფოტო) 2022, 28 სექტემბერი, 23:52 ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი "დიორის" ჩვენებაზე გამოვიდა. ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასზე ბრენდის 2023 წლის საგაზაფხულო-საზაფხულო კოლექცია იყო წარმოდგენილი. 22 წლის მატილდა უკვე წლებია წარმატებულად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა: "დოლჩე და გაბანა, " "დიორი, " "ფენდი, " "ვალენტინო." ახალგაზრდა მოდელი უკვე 2 წელია "რედ ვალენტინოს" სახეა. მატილდას სრული სახელი მატილდა მარიამ გვარლიანია. მისი სიმაღლე 187 სმ-ია. ის დღესათვის ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად ქართველ მოდელად ითვლება. 111 შეფასება არ არის
|