საქართველო ინგა გრიგოლიამ თავისი კანდიდატურა მოხსნა არჩევნებიდან 2012, 25 სექტემბერი, 11:02 ქრისტიან – დემოკრატებში არეულობაა. ინგა გრიგოლიამ მოხსნა თავისი კანდიდატურა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“, – აცხადებს ინგა გრიგოლია. ინგა გრიგოლიამ ბევრჯერ განაცხადა, რომ თუ რაიმე მისთვის მიუღებელ რამეს დაუჭერდა მხარს მისი პარტია ის მოხსნიდა კანდიდატურას. 4 სექტემბერს, ცესკო–ს მიერ მიღებული დადგენილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკო–ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვისდასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით) რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. ზუსტად ამის გამო მოხსნა კანდიდატურა ინგა გრიგოლიამ. 1611 7-ს მოსწონს 1-ს არა
|