x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვცხოვრობ ბინაში, რომელიც სააკაშვილმა 1 ლარად გადმომცა, დავდივარ ნათხოვარი მანქანით“ - ზვიდ კუპრავა
image


გაირკვა, რატომ არის ზვიად კუპრავა მიხეილ სააკაშვილის უპირობო მეხოტბე და რატომ აქტიურობდა ის სხვადასხვა საპროტესტო ტალღების დროს. ამჯერად ის ხაზს უსვამს, რომ საცხოვრებელი სახლი მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა. ამიტომაც, ბოლო ხანს ყოფილი პოლიციელი და ამჯერად ნაციონალური მოძრაობის წევრი კუპრავა რადიკალური ნაბიჯების გადადგმასაც არ ერიდებოდა და ჯერ დათო სარალიძის ტრაგედიის გამოყენებას ცდილობდა, შემდეგ კი მრავალ საპროტესტო აქციაზე დაგვამახსოვრა თავი პროვოკაციებით.

,

“გავა წლები და ამ კვლევებზე მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები იმუშავებენ თუ რა ფენომენი იყო ეს. ყველაზე მოაზროვნე ტვინი მსოფლიოში. ველურმა ბრბომ არ იცის რას სჩადის უნდა გაუძლო… უნდა გადარჩე. მიხეილ სააკაშვილი – ქართველი გენიოსი”– წერდა ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ.
.


ახლახან ნაცმოძრაობის ერთერთმა წარმომადგენელმა ხატია დეკანოსიძემ თქვა, რომ ყველამ გაასაჯაროვოს თავისი შემოსავლები და ქონება, რათა არ გაჩნდეს ეჭვები, ამან საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ადვოკატი კუპრავაც დაახლოებით ამ თემის საპასუხოდ საკუტარ აზრს გამოხატავს.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

.

ქონება შემოსავლები გავასაჯაროვოთო და საფიქრალში ვარ, არ ვიცი საიდან დავიწყო) 1 წელია Bacho Tamliani -ის მანქანით დავდივარ და ვცხოვრობ დედაჩემის ბინაში, რომელიც 2010 წელს Mikheil Saakashvili-მა დაგვიკანონა 1 ლარად, როგორც დევნილი.

ჰო, 25 ათასამდე მაქვს ჯარიმა+ყადაღა და პატიმრობების რაოდენობას კალკულატორის გარეშე ვერ დავთვლი, არ მახსოვს მყავს მეუღლე და სამი შვილი, “ - წერს ზვიად კუპრავა.

.

კუპრავას გარდა ჟურნალისტი ელისო კილაძეც უპირისპირდება ხატია დეკანოიძეს და მისი განცხადების საპასუხოდ ირონიულ პოსტს აქვეყნებს, . დეკანოიძემ განაცხადა, რომ მოახდენენ ფინანსური შემოსავლების გასაჯაროებას, ელისო კილაძე კი ამაზე დასცინის და ამბობს, რომ შავ ფულს ანგარიშზე არავინ აჩვენებს და დეკანოიძეს ხალხი ბრიყვი ჰგონია. კილაძე ასევე სააკაშვილსაც მიმართავსს და ამბობს, რომ ამდენი გარეწრის ხელში კიდევ კარგი გამძლეობა ჰქონია სააკაშვილს.


გთავაზობთ მის სტატუსებს სოციალურ ქსელში:

.

„ხატია დეკანოიძე შემოსავლების გასაჯაროებას გეგმავს და იგივეს ითხოვს სხვებისგან. ბრიყვები ვგონივართ ! შავ ფულს ვინ ურიცხავს და ვინ ინახავს საბანკო ანგარიშზე?! პარტიის შიდა პრობლემები დემაგოგიით არ იფარება!
.
რომ კეზერას შავი ფული არ აუღია. ანგარიშზე არ აქვს - წერს ელისო კილაძე/
/

0
796
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
796
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0