x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზოგი "ამაღლებს", ზოგი "ადაბლებს" – 10 რამ, რაც კოლგოტების შესახებ უნდა ვიცოდეთ

მოდის დიზაინერებს, კოლგოტების შესახებ, საათობით შეუძლიათ საუბარი და მასზე, წიგნებსაც კი წერენ. მაგრამ, არის მინიმალური ინფორმაცია კოლგოტების შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.


image


1. მუქი ფერის კოლგოტები ფეხებს აგრძელებს, ხოლო ღია, პირიქით – ამოკლებს.


2. აჟურული კოლგოტები მხოლოდ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე გამოიყურება კარგად.


3. იაფიან, უხარისხო კოლგოტებს სქელი ნაკერები აქვს, რომლებსაც კანის გადახეხვა შეუძლია და ზოგიერთ, შემთხვევაში, სამოსის ქვემოდანაც ჩანს. ამიტომ, ამოირჩიეთ კოლგოტები ბრტყელი ნაკერით ან საერთოდ, ნაკერის გარეშე. მაშინ, მის ჩაცმას, ყველაზე თხელი კაბის ქვეშაც კი შეძლებთ.


4. თხელი კოლგოტები უკანა მხარეს სიგრძივი ნაკერით, ხაზს უსვამს ფეხის ფორმას – ამიტომ ამ სტილის კოლგოტები მხოლოდ მან უნდა ჩაიცვას, ვისაც იდეალურად სწორი ფეხები აქვს.


5. ზაფხულის ღია ფეხსაცმელი საერთოდ გამორიცხავს კოლგოტის ჩაცმას!


6. დიდი პრინტი წვივზე – ვიზუალურად, მსხვილს ხდის ფეხს.


7. სქელი პრიალა და უბრალოდ, სქელი კოლგოტები, მეტისმეტად მკაცრად გამოიყურება და ის არ უნდა ჩაიცვან ახალგაზრდა ქალბატონებმა. რაც შეეხებათ გოგონებს, მათ მსგავსი ტიპის კოლგოტები შეუძლიათ იმ შემთხვევაში ჩაიცვან, თუ ის ფერადია. მაგრამ, აქაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო – კოლგოტის ფერისთვის, კაბის ფერის შეხამება ადვილი არ არის.


8. ლიკრის (Lycra) მაქსიმალური რაოდენობა კოლგოტში — 30 % შეიძლება იყოს. თუ შეფუთვაზე უფრო მეტი პროცენტია ნაჩვენები, თქვენს წინაშე გაყალბებული საქონლის ნიმუშია. ნუ აურევთ ლიკრას დენში (DEN! – კოლგოტის სისქე). ლიკრა ანუ ელასტანი, სპეციალური დანამატი არის, რომლიც კოლგოტს ელასტიურს ხდის, პირვანდელ ფორმას უნარჩუნებს და ბზინვარებას სძენს. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, რომ კოლგოტი ყოველთვის მჭიდროდ არის სხეულზე მომდგარი.


9. კოლგოტების ბრენდების განმასხვავებელი ნიშანი სასიამოვნო სურნელი არის, რომლის გაყალბება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


10. რეკომენდებულია კოლგოტების ხელით რეცხვა. ამასთან, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს. ასეთი მოვლის შემთხვევაში, კოლგოტი საკმაოდ დიდ ხანს გემსახურებათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რუსეთის ახალი საზღვარი და ტერიტორია, რომელზეც მას "თვალი კიდევ უჭირავს"

* ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* მობილიზაციას გაქცეული რუსები და ქვეყნები, რომლებმაც ისინი მიიღეს

* ორგიები დედათა მონასტერში

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* ამოხსენით თავსატეხი – შეძლებთ ციხიდან გაქცევას? (პასუხი აქვს)

* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი



2
383
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
383
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2