x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
29 წელი გავიდა ჩემი მშობლიური ქალაქის, სოხუმის დაცემიდან რამაც აფხაზეთის ომში ჩვენი დამარცხება გამოიწვია
image

27 სექტემბერი აფხაზეთიდან დევნილი თითოეული ადამიანისათვის განსაკუთრებით მძიმე დღეა, 29 წლის წინ ზუსტად 27 სექტემბერს მძიმე ბრძოლების შემდეგ დაეცა სოხუმი, რამაც ქართულ სამხედრო დანაყოფებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და პრაქტიკულად სრულიად უბრძოლველად დავთმეთ დანარჩენი ქალაქები.



ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ გამსახურდიას მხარდამჭერების ცენტრი გახდა სოხუმი, სადაც მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალების წინააღმდეგ. აფხაზები დიდად არ დაგიდევდნენ ქართველებს შორის დაწყებულ სამოქალაქო ომში ვინ გაიმარჯვებდა, ისინი მაშიშინ რუსებისაგან შეიარაღებას ყიდულობდნენ.



არალეგიტიმურმა სამხედრო საბჭომ ჯერ სამეგრელო ააწიოკა შემდეგ კი აფხაზეთი გადაინაცვლა და რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკით მდინარე ფსოუზე გასულებმა ქართული დროშა აღმართეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.
ქართული დანაყოფები უკან მობრუნდნენ რაც ვფიქრობ სტრატეგიული შცდომა იყო, მაშინ თითო ბატალიონის ბაზირება რომ მოგვეხდინა გაგრაში, სოხუმში ოჩამჩირეში, აფხაზები ვერ გაბედავდნენ ღია სახით აფხაზური გვარდიის ფორმირებას.




უკონტროლო ტერიტორიაზე დაიწყო თბილისში და ერევანში მიმავალი მატარებლების ძარცვა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აჩერებინებდა მემანქანეს მატარებელს და მატარებლიდან გაჰქონდათ ყველაფერი ღირებული რაც კი მიემართებოდა თბილისში ან სასომხეთში.



სომხეთის მხარემ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა ტვირთბის დაცვა, შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის შდგა სატელეფონო საუბარი, სადაც მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთში შესულიყო შსს-ს შინაგანი ჯარების დანაყოფები როლებიც დაიცავდნენ ფსოუდან ენგურის ხიდამდე მატარებლებს დაყაჩაღებისაგან.



შეთანხმდნენ, მაგრამ რუსეთისგან შეგულიანებული აფხაზები ასე არ ფიქრობდნენ და სოხუმისკენ მიმავალ ქართველ მილიციელებს სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნეს, რომლის შდეგადაც 12 მილიციონერი დაიღუპა, მეორე თავდასხმა უკვე გულირიფშის რაიონში მოხდა, მაგრამ ამჯერად საპასუხო ცეცხლის შედეგად 7 აფხაზი გვარდიელი დაიღუპა.



ზუგდიდში მოლაპარაკებებზე ჩასული მაღალჩინოსნები გამსახურდიას ერთგული გვარდიის საველე მეთაურმა გოჩა ბახიამ გაიტაცა და აფხაზეთში გადაიყვანა, რასაც აფხაზეთში ქართული საჯარისო დანაყოფების შსვლა მოჰყვა,
უნდა ითქვას რომ აფხაზეთში ჯარების შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგი, ერთადერთი ჯაბა იოსელიანი იყო, მაგრამ შევარდნაძემ, პრემიერმა სიგუამ და თენგიზ კიტოვანმა თავისი გაიტანეს და აფხაზეთში ქართული მძიმე ტექნიკის შეყვანა მოჰყვა რასაც ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მოყვა.
ქართული დანაყოფები სამწუხაროდ სოხუმის გარეუბანში მდინარე გუმისთაზე იქნა გაჩერებული რამაც აფხაზებს დრო მოაგებინა, რუსეთის სამხედრო ბაზებიდან აფხაზეთში დიდძალი ტექნიკა და საბრძოლო მასალა იქნა გადაცემული აფხაზებისთვის, რუსული სპეცსამსახურების მიერ სასწრაფოდ შეიქმნა მთიელ ხალხთა კონფედრაცია, რომლის მებრძოლები ვერტმფრენებით გადმოსხეს გუდაუთაში, ასეულობით კაზაკი და რუსი მოხალისეები დაუბრკოლებლად შემოუშვეს რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა "იჩქერიიდან", სადაც თავს აფარებდა დევნილი ზვიად გამსახურდია შამილ ბასაევის მეთაურობით გაიგზავნა სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც აფხაზეთის ომში თავი გაითქვა სისასტიკით.



რუსი სამხედრო ინსტრუქტორები უკვე ღიად მონაწილეობდნენ აფხაზური ფორმირებების მხარეს, სწორედ ისინი აგდებდნენ ქართულ მოიერიშე თვითმფრინავებს და დამრტყმელ ვერტმფრენებს, მობილური ჰაერსაწინააღმდეგო თავდდაცვის სარაკეტო თუ სტაციონარული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან ქართულ ავიაციას, მათ შორის სამოქალაქო ავიაციასაც.



მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ წარმატებით დაიწყო კონტრშეტევები, ჩაერთო რუსეთის ხელისუფლება და მეომარ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ურჩია.



დაგომისში ხელი მოეწერა ხელშეკრლებას რომლის თანახმადაც ქართული მძიმე ტექნიკა და არტილერია რუსული სამხედრო ფლოტის მიერ ფოთში იქნა გადატანილი.



რამდენიმე თვეში განიარაღებულ ქართულ დანაყოფებს შეუტია იგივე ძალებმა რაც მანამდე ებრძოდა ქართულ არმიას.



პრაქტიკულად შეუიარაღებელ ქართულ დანაყოფებს ნაწილობრივ უკან დახევამ მოუწია, გამსახურდიას ერთგული გვარდიის დანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ქალაქზე სამეგრელოში, რამაც აფხაზეთში ქართული ჯარისათვის იარაღის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდა, გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი გავიდა საომარი მოქმედების ზონიდან.
მე დღესაც ვამბობ, აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ბრძოლისუნარიანი მოსახლეობის 10%-ს რომ აეღო ხელში იარაღი და ებრძოლა, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა.



ჩვენი ოჯახი აფხაზეთში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდა უკრინიდან, სადაც ვცხოვრობდით, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მამა როგორც კადრის ოფიცერი დაუყოვნებლივ ჩაერთო სოხუმის დაცვაში.
მამა, ბაბუა, მამის ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, მამიდას მეუღლე და ახლო ნათესავები ქართული არმიის რიგებში ჩადგნენ.



სამწუხაროდ მამიდაშვილი შრომაში აფხაზ სეპარატისტებთან და კონფედერანტებთან შეტაკებისად დაიღუპა, დეიდაშვილი კი კამანში შეაკვდა მომხდურებს 18 წლის ასაკში.



ქართულ დანაყოფეფში გამეფებულმა თვითნებობამ, ერთიანი მართვის არქონამ, შეუთანხმებელმა მოქმედებებმა უარყოფითი როლი ითამაშა ქართული დანაყოფების ბრძოლებში.



მხოლოდ ტამიშში უზარმაზარი დესანტის გადმოსხმისას რომელსაც პრაქტიკულად სრულად შეეწირა დუშეთის გვარდიის ბატალიონი, მოხერხდა ქართული დანაყოფების გაერთიანება, დე-ფაქტო ხელისუფლების სამხედრო დანაყოფების გვერდით დადგნენ გამსახურდიას ერთგული გვარდიის დანაყოფები და დიდი დანაკარგების მიუხედავად დესანტის უდიდესი ნაწილი განადგურებულ იქნა, თუმცა ნაწილმა მოასწრო ქართული მძიმე ტექნიკის რამდენიმე ერთეულის გატაცება და თავი ტყვარჩელს შეაფარა.



ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და შესაბამისად მცირე ძალებით და ტექნიკით სოხუმის დაცვა ვერ მოხერხდა, მხოლოდ გიორგი ყარყარაშვილმა მოახერხა და რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკით და ასიოდე მებრძოლით შესძლო სოხუმში შსვლა, მაგრამ ამ ძალას უკვე არ შეეძლო ფრონტის სურათის შეცვლა.



ამ დროს კი ოჩამჩირეში 45 ერთეული მძიმე ტექნიკა იდგა, არაფერს ვამბობ არტილერიაზე და ზალპური ცეცხლის სისტემა "გრადებზე", ამ ძალის მესამედი რომ მიშველებოდა ყარყარაშვილთან ერთად სოხუმს, ქალაქი არ დაეცემოდა.
დემორალიზებული ჯარი ნაწილი გალის გავლით დაბა ჯვარში გადავიდა და ზემო სვანეთის გავლით ლენტეხისაკენ გაეშურა, ნაწილი გამსახურდიას გვარდიელებს შეუართდა, ნაწილმა კი ჭუბერისაკენ აიღო გეზი.



ჭუბერის გზაზე უარესი საშინელება განვითარდა ვიდრე სოხუმში ხდებოდა, ადგილობრივი ბანდიტები იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით ხოცავდნენ ქართველ მებრძოლებს, ამ მებრძოლსაც ქართველმა ბანდიტმა ესროლა იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით.


image
სვანეთის გზაზე მასიურად იძარცვებოდა ომს გამოქცეული მოქალაქეები, სამწუხაროდ ნაადრევმა თოვლმა და ყინვამ უღელტეხილზე ასობით დევნილის სიცოცხლე შეიწირა.



უღელტეხილზე დატოვებული მიცვალებული.
image
ისე არ გაიგოთ თითქოს კოდორის ხეობის თითოეული მცხოვრები ძრცვით იყო დაკავებული, არა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საკვებით სა საკუთარი ცხენებით ეხმარებოდა მძიმე ტექნიკის გავლის შედეგად გაუცალ გზაზე ჩარჩენილ დევნილებს.




სვანი მამაკაცი ეხმარება ლაფში გაჭედილ დევნილებს.
image
უკრაინულმა ავიაციამ დიდი როლი ითამაშა დევნილების გადაყვანაში.
image
29 წელი გავიდა და იმის ნაცვლად დევნილებზე ვიზრუნოთ, ათასობით დევნილი დღესაც გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს.



ვეტერანებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებსაც მიზერულ დახმარებას უწევს სახელმწიფო.



გალის დაბალი ზონის მოსახლეობის აწიოკებას ქართველმა პატრიოტებმა პარტიზანული მოძრაობით უპასუხეს, ბევრ ცნობილ აფხაზ საველე მეთაურს "დაუღამდა" გალის რაიონში, მათ შორის "აფხაზეთის გმირებსაც", სამწუხაროდ მაშინ როცა პარტიზანების ერთი ნაწილი სეპარატისტებს და მათ დამქაშებს ებრძოდა, მეორე ნაწილი თხილის ბიზნესით, სიგარეტის კონტრაბანდით და საწვავის კონტრაბანდით იყო დაკავებული.
ყველამ ყვლაფერი იცის, მაგრამ დუმს, ზოგი შიშის გამო, ზოგიც "რა ჩემი საქმეა"-ს პრინციპით.
გალში ქართველი პარტიზანების შიშით იყო დრო როცა აფხაზები არ შედიოდნენ, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "ბიზნესმენი" პარტიზანების გამო პატრიოტი პარტიზანების მოქმედებებიც აიკრძალა და დღეს რუსი მესაზღვრეები და აფხაზები ისევ დათარეშობენ გალის რაიონში, სადაც ქართველი მოსახლეობა საკმაოდ გაიზარდა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკან მშობლიურ სახლებში დაბრუნების გამო.
მართალია ჩვენი ხელისუფლენა ამბობს, აფხაზებთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ და მათი შემორიგება ამ გზით უნდა მოხდესო, მაგრამ ეს აბსურდია, რადგან არ იცნობენ აფხაზების და განსაკუთრებით აფსუების ბუნებას, ამბიციური აფსუა შიმშილით მოკვდება და ქართველების დაბრუნებას ხელს არ მოაწერს.
სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელია ჯარის გაძლიერება, შეიარაღების შეძენა, მით უფრო უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბევრი ქვეყანა მოგვყიდის საჭირო შეიარაღებას.
"გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის"!!!



0
45
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
45