x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დგას თუ არა რუსული ჯავშანტრანსპორტიორი რუსეთი-საქართველოს საზღვართან?
imageმესაზღვრეები საგუშაგოს შექმნას უარყოფენ.


მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საგუშაგოს შეიქმნა.



ამ დღეებში თვითმხილველებმა საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორი შენიშნეს. ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველომ გამოცემა РБК-ს განუმარტა, თუ რატომ გამოჩნდა იქ ჯავშანტრანსპორტიორი და უარყო საგუშაგოს შექმნა.



მესაზღვრეების თქმით, ეს არის „რეზერვი“ ნებისმიერი „გაუთვალისწინებელი მოვლენისთვის“ - თუ რეზერვისტები შეეცდებიან საგუშაგოს გარღვევას და ქვეყნის დოკუმენტაციის გარეშე დატოვებას.




„არავითარი საგუშაგო არ შეიქმნება... საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“, - აცხადებენ სასაზღვრო დეპარტამენტში.



ამასობაში სხვადასხვა მედიასაშაულებები კი იტყობინებიან, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზედა ლარსთან შექმნილი საგუშაგო არ ატარებს წვევამდელ, ჯარისთვის ვარგის ასაკის მამაკაცებს.


ეს რამდენიმე დღეა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ქვეყნიდან გასვლის მსურველთა უზარმაზარი რიგებია შექმნილი. რამდენიმე დღე იყო საცობი - რომლის სიგრძე ამჟამად 20 კმ-ია. ზოგიერთი მამაკაცი ტოვებს მანქანებს და ცდილობს ველოსიპედით ან ფეხით გადავიდეს საქართველოს მხარეს.



"რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე 30 კილომეტრიანი საცობია შექმნილი, ბევრი რუსი ცდილობს საზღვარი ფეხით ან ველოსიპედებით ან სკუტერებით გადაკვეთოს. საქართველოს მიერ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და არ ადასტურებს არც ერთ წყარო, გარდა ოპოზიციონერი დეპუტატისა, რომელმაც ეს გუშინ დღის მეორე ნახევარში უკრაინულ არხზე ინტერვიუში განაცხადა."-წერს ტელეგრამზე პორტალი РУПОСТ | НОВОСТИ

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0