x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125457
  • ვიდეო:355946
  • სურათი:498369
8 ცნობილი სცენა პოპულარული ფილმებიდან, რომლებსაც შემსრულებელი მსახიობები სიამოვნებით წაიშლიდნენ მახსოვრობიდან

image
მუშაობის დროს მსახიობებს ხშირად უწევთ კომფორტის ზონიდან გასვლა და საკუთარი იდეების საზღვრების გადალახვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება და რა არა. თანაც ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდნენ, რათ მაყურებელმა არაფერში ეჭვი არ უნდა შეიტანოს. წარმოგიდგენთ ცნობილ სცენებს პოპულარული ფილმებიდან, რომლებსაც თავად შემსრულებელი მსახიობები ვერ იტანენ:

1. შერონ სტოუნი - ძირითადი ინსტინქტი.

როდესაც შერონ სტოუნმა ძირითადი ინსტინქტის ცნობილ სცენაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ამ სცენამ მისი ცხოვრება შეცვალა. ფაქტია, რომ მსახიობმა ფინალურ ეპიზოდამდე არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა კადრი ფეხის მოძრაობით. სტოუნმა თქვა, რომ რეჟისორმა პოლ ვერჰოვენმა დაარწმუნა იგი საცვლების გახდაში, პირველ რიგში, იმისათვის, რათა ეჩვენებინა მისი პერსონაჟის უპირატესობა მამაკაცებზე და მეორეც, ყურადღება მიექცია. რეჟისორი ქალს დაჰპირდა, რომ ამ სცენაში ვერავინ ვერაფერს დაინახავდა. მაგრამ პრემიერის შემდეგ მსახიობი შოკში იყო და არ იცოდა რა ექნა. როგორც ამბობენ, ვერჰოვენს სახეშიც კი დაარტყა.

2. ტეილორ ლოტნერი- ბინდი: საგა

დაკუნთულმა ჯეიკობმა ბინდის საგადან ბევრი გოგონას გული მოიგო. ფილმში საკმაოდ ბევრი სცენა იყო, სადაც ტეილორ ლოტნერს უწევდა გამოეჩინა თავისი პრესი, მაგრამ თავად მსახიობს დიდად არ მოსწონდა ის იდეა, რომ კამერის წინ თითქმის შიშველი უნდა ყოფილიყო. image

3. ქეით უინსლეტი- ტიტანიკი

გახსოვთ ტიტანიკის სცენა, როდესაც როუზი უახლოვდება ჯეკს და სთხოვს მას შიშველი დახატოს? თურმე ქეით უინსლეტს უჭირდა ამ სცენის გადაღება, რადგან ცოტა რცხვენოდა თავისი სხეულის. გარდა ამისა, მას ერიდებოდა ლეონარდო დიკაპრიოს წინაშე გაშიშვლება. image

4. ნატალი პოსრტმანი და მილა კუნისი- შავი გედი

ნატალი პორტმანმა დამსახურებული ოსკარი მიიღო დარენ არონოფსკის თრილერში „შავი გედი“ ბალერინის როლისთვის. მაგრამ ამ ფილმის ერთ-ერთი კადრი მაინც ცუდ მოგონებებს ტოვებს. საუბარია მის და მილა კუნისს შორის სექსის სცენაზე. ინტერვიუში პორტმანმა თქვა, რომ ეს სრული სიგიჟე იყი, რადგან მილა და ის ახლო მეგობრები იყვნენ. მსახიობს დუბლიორის აყვანაც სურდა, მაგრამ საბოლოოდ, ამ რთული ამოცანის შესრულება დამოუკიდებლად მოახერხა.image

5. მარგო რობი- თვითმკვლელთა რაზმი

Suicide Squad-ის ბოროტმოქმედი ჰარლი ქუინი არის ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, მაგრამ მარგო რობი არ იყო კმაყოფილი ზოგიერთი სცენით. თავიდან მას რცხვენოდა მინი შორტებითა და დახეული მაისურით სიარული, მარგოს ცუდად ახსენდება ასევე სცენა, როდესაც მისი პერსონაჟი ქიმიკატების აუზში ხტება. image

6. კურტ რასელი – საძულველი რვიანი.

კვენტინ ტარანტინოს The Hateful Eight-ში არის სცენა, რომელშიც მსახიობი ჯენიფერ ჯეისონ ლის პერსონაჟი უკრავს ძველ ბალადას გიტარაზე, შემდეგ კი თავებზე მონადირე, რომელსაც კურტ რასელი თამაშობს, ინსტრუმენტს ხელიდან ართმევს და ნაწილებად ამსხვრევს. გიტარა, რომელიც რასელმა დაამტვრია, იყო ძვირფასი ანტიკვარული ინსტრუმენტი, რომლის ღირებულება 40 000 დოლარს შეადგენდა. ცხადია მსახიობმა ეს არ იცოდა, ამიტომ ამ სცენის გახსენება არ უყვარს.image

7. ჯოშ ბროლინი - შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი.

ჯოშ ბროლინი, რომელიც თანაოსს თამაშობდა შურისმაძიებლებში, თავის როლში ძალიან დამაჯერებელი იყო, მაგრამ მსახიობმა მოგვიანებით აღიარა, რომ ლოკის მკვლელობის სცენა მისთვის ძალიან უსიამოვნო იყო. სცენა, სადაც ბოროტმოქმედი ლოკის ახრჩობს, მსახიობს ძალიან სასტიკი მოეჩვენა. image

8. დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი- გრეის ორმოცდაათი ელფერი

მსახიობები, რომლებიც ამ ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ, სრულიად თანხმდებიან, რომ ამ ფილმში ყველა სექსის სცენა მათთვის მართლაც რთული იყო. გარდა ამისა, ზოგიერთ ეპიზოდსს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ, ამიტომ მსახიობებს საათობით უწევდათ შეკრული და თვალდახუჭული წოლა. image



1
2079
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2079
  
2022, 26 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1