x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბირთვული საფრთხე რეალურია? - აშშ-მ ცაში პატრულირებისათის უიშვიათესი თვითმფრინავი RC-135S "Cobra Ball" გაუშვა

image

ამ დღეებში ცაში აიჭრა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უიშვიათესი და უნიკალური თვითმფრინავი, RC-135S Cobra Ball. ისინი ჩვეულებრივ გამოიყენებოდა საბჭოთა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, ანუ ბირთვული იარაღის მონიტორინგისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას AFU StratCom (AFU StratCom) ტელეგრამის არხზე ავრცელებს.




ამჯერად თვითმფრინავი გააკონტროლებს ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც რუსეთის მიერ ტაქტიკური თუ სტრატეგიული ბირთული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან იქნება დაკავშირებული.


ასეთი თვითმფრინავი მხოლოდ 3 ერთეულია შეერთებულ შტატებში, ისინი აღარ იწარმოება. ერთ დროს ოთხი იყო, მაგრამ ერთი ჩამოვარდა.



RC-135 არის მსხვილი სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც დამზადებულია ამერიკული კორპორაციის The Boeing Company-ის მიერ და განახლებულია სხვადასხვა კომპანიების მიერ.


1960-იან წლებიდან მოყოლებული, ანუ მათი შეიარაღებაში მიღების შემდეგ, ისინი ჩართულნი იყვნენ ყველა სამხედრო ოპერაციაში, რომელშიც მონაწილეობდა აშშ-ს არმია: ვიეტნამი, იუგოსლავია, ერაყი და ა.შ.


გასული წლის დეკემბერში სტრატეგიული სადაზერვო თვითმფრინავმა RC-135 Rivet Joint -მა პირველად გადაიფრინა უკრაინის თავზე: ის 6 საათზე მეტ ხანს პატრულირებდა სხვადასხვა რეგიონში.




თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინფორმაციო პორტალმა გაავრცლე ინფორმაცია, რომ თითქოსდა 24 სექტემბერიდან სამივე თვითმფრინავი-RC-135S Cobra Ball პატრულირებს ცაში, ოფიციალური დადასტურება ამის შესახებ არ ყოფილა.

1
544
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
544
  
2022, 26 სექტემბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1