x
მეტი
  • 23.06.2024
  • სტატია:135536
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509825
ჩინეთში არქეოლოგებმა 4500 წლის წინანდელი უცნობი ცივილიზაციის უზარმაზარი ქალაქი აღმოაჩინეს

image
ქალაქი აგებულია რთული საფორტიფიკაციო სისტემებით.

ჩრდილოეთ ჩინეთის უძველესი ქალაქ ჰუჩენძუის ნანგრევების გათხრების მესამე ეტაპი დასრულდა. ქალაქი გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები მხოლოდ სამი წლის წინ დაიწყო.
image
შესრულებული სამუშაოს დეტალებს არქეოლოგები საზოგადოებას ჯერ არ უზიარებენ. დღეს მათ ინფორმაცია გაავრცელეს. ეს იყო ძალიან დიდი ქალაქი, რომელიც არსებობდა 4 ათასზე მეტი წლის წინ.
image
ქალაქის ირგვლივ აღმოჩენილია თავდაცვითი სიმაგრეები, ქალაქის კარიბჭეები, რომლებიც დღესაც აოცებენ მნახველს თავიანთი კედლებითა და ბასტიონებით, საიდანაც ისრების სროლა ნებისმიერი მიმართულებით იყო შესაძლებელი.

სუნ ჯინსონგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გათხრებს, განაცხადა, რომ ნაპოვნია ორი მიწისქვეშა გვირაბი, მაგრამ მათი დანიშნულება მეცნიერებისთვის საიდუმლო რჩება.
imageახლახან შენმუში მდებარე კიდევ ერთ ქვის ქალაქ სიმაოში ჩატარდა გათხრები. მაგრამ ამ ორ უძველეს ქალაქს შორის არის განსხვავებები არქიტექტურაში, რაც იმის დასტურია, რომ ისინი აშენდა სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ.



0
222
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0