საქართველო
"დედა მოუააა, ერთ თვეში რუსეთში ქალების ცეკვა ნახეთ თქვენ..."- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
2022, 23 სექტემბერი, 10:15
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუშვილი, რუსეთში, პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ერთ ისტორიას იხსენებს:
"პირველად 96 წელს მივაქციე ყურადღება და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, გერმანიაში ლუდის ბარებში ქალები ერთმანეთს რომ ეცეკვებოდნენ. თან ეს ჩვევა იმდენად რიტუალური და მასიური ხასიათისაა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ერთმანეთს იცნობენ ქალები თუ არა.
2000-იანების დასაწყისში რამდენჯერმე კიდევ რომ შევესწარი, კითხვა გამიჩნდა რაიმე ორიენტაციის შედეგი ხომ არ იყო.
ბოლოს ბერლინის ციხეში გაცნობილ გერმანელ მეგობარს ვკითხე ეს რა ჯანდაბაა, კაცებთან ერთად არიან მოსული და მაინც და მაინც ქალები რატომ ეცეკვებიან ერთმანეთს მეთქი.
თურმე ეს ჩვევა გერმანელ ქალებს მეორე მსოფლიო ომმა გამოუმუშავა, იმის გამო რომ კაცი აღარ დარჩათ ომის შემდეგ.
დედა მოუააა, ერთ თვეში რუსეთში ქალების ცეკვა ნახეთ თქვენ, კაცი რომ აღარ ეყოლებათ." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მობილიზაციის შესახებ განკარგულება უკვე გაფორმებულია, რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბრიდან დაიწყო. სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები, თუმცა როგორც ირკვევა რუსეთ - უკრაინის ომში გაწვევის ბრძანებას რიგითი მოქალაქეებიც იღებენ, ამიტომ ვინც აღნიშნულ ომს ეწინააღმდეგება ან უბრალოდ არ სურს მასში მონაწილეობა საკუთარ ქვეყანას პერმანენტულად ტოვებს და მეზობელ ქვეყნებში გადადის, ძირითადად კი ასეთი ადამიანების (და არა მხოლოდ) შემოდინება საქართველოში ხდება.