x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უიმე, იმ სასიკვდილეს გავხარ, ტელევიზორში რომ არის სააკაშვილის პარტიიდან....” - რას წერს ანა წითლიძე

image


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და ერთი სახალისო ამბის შესახებ წერს:


"რადგან მძევლების ამბავი მშვიდობით მორჩა, უნდა მოვყვე:


თბილისში, მეზობლად მყავს ერთ ეზოში ძალიან კარგი ჟუჟუნა ბებო. ასაკშია, ხან გვცნობს, ხან ვერა. მარტო ცხოვრობს და დაქოთქოთებს. უსაყვარლესია.


საღამოს მეძახის რომ წნევა აქვს და იქნებ აფთიაქში ჩავიდე წნევის წამალზე.


ჩავედი, დავალევინე.


ცოტა ხანში მეძახის, (სახელი არ ახსოვს) “გარწრიპულო გოგო, სად ჯანდაბაში დაიკარგე” გამოვძახე აქ ვარ ჟუჟუნა ბებოთქო.


ჩამოდი შე სასიკვდილე წნევა გამიზომეო.


ჩავედი.


გავუზომე.


ვუთხარი რომ მეტი წამალი არ დალიოს. დავეხმარე დაწოლაში.
მიყურებს: “უიმე იმ სასიკვდილეს გავხარ ტელევიზორში რომ არის სააკაშვილის პარტიიდან, მარა შენ კარგი ჩანხარ"- ვკითხულობთ ანა წითლიძის პოსტში.





0
605
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
605