x
image
თამილა გურაშვილი
მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსის " საორგანიზაციო ჯგუფის განცხადება

image
"ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დიდი ქართველი მამულიშვილი ნიკო ლორთქიფანიძე ხმამაღლა მოგვიწოდებდა:


" მ ო უ ა რ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს"
დღეს ალბად ყველაზე მძაფრად განვიცდით ბატონ ნიკო ლორთქიფანიძის ამ მოწოდებას, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას იშვიათად თუ ჰქონია მსგავსი მდგომარეობა, როგორიც დღეს ააქვს! მიზეზი ის არის ამ შედარების, რომ დღეს მტერი თვითონ ქართველია!
" მ ო უ ა რ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს"
გაერთიანება " მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსი" თავის თავზე იღებს ამ უმძიმეს ტვირთს და მოუწოდებს საქართველოს ემიგრანტებს, ვისაც საქართველო სტკივა და სწორად აღიქვამს მის დღევანდელ ვითარებას, მიუხედავად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, თუ შეხედულებებისა
გ ა ვ ე რ თ ი ა ნ დ ე თ !
დროულად დავბრუნდეთ საკუთარ სამშობლოში, რადგან უსინდისოდ გვიყიდიან სამშობლოს, მიწა- წყალს, გვიკლავენ და გვინადგურებენ ყველაფერ იმას, რითაც მუდამ ამაყობდა და ძლიერი იყო ქართველი ერი.
ეკონომიკა და ბიზნესი უცხოთა ხელში გადადის. ცოტაც და ჩვენს სამშობლოს დამტირებელიც აღარ ეყოლება, მალე ჩვენს ქვეყანას სახელი შეეცვლება და უცხოელთა საქართველო დაერქმევა. იცხოვრებენ ჩინელები, ირანელები, არაბები, თურქები, ჩვენი ისტორიული მტრები.
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ნაცისტები, სხვა ერებისა და რასის მოძულენი., მაგრამ მუხრანისა არ იყოს:
" გუგულის კვერცხი, ესოდენ უხვად,
ჯერ არ ყოფილა ჩვენში "
საქმე იმაშია რომ ისინი ყიდულობენ ყველაფერს მიწებს, სახლებს აქვე მკვიდრდებიან, მრავლდებიან.
ალბად ყურადღებას მიაქცევდით, მსოფლიო არაერთმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა მოიცვა.
ბუნებაც გვაფრთხილებს ქართველებს მომავალ კატასტროფის შესახებ. აბა გაანალიზედ: ხანძრები, მიწისძვრები, ვულკანები, ქარიშხლები, წყალდიდობები.
უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს მოვლენებს ყოველთვის თან სდევდა ომები, სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუციები და სხვა.
საქართველოში ყურთბალიშზე მიძინებულებს აღარც ახსოვთ წარსული და ემიგრაციაშიც ვერ ჭვრეტენ მომავალს.....ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოება, გამოუსწორებელ და მიუტევებელ ინერტულობას იჩენს.
ერს გამოფხიზლება სჭირდება.
" მ ო უ ა რ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს "
შერცხვენილი და გაუბედურებულია ჩვენი ხვთაებრივი საუნჯე:ენა, მამული, სარწმუნოება.
დასავლურმა ბარბაროსიზმა წაგვიბილწეს ენა--- მდიდარი, ენა-- მაღალი....
რა დღეშია ჩვენი ღვთით ბოძებული მიწა- წყალი, როგორი შერყვნილი და შეურაცყოფილია ჩვენი მართლის მადიდებელი რწმენა, რომლის დაცვასაც შეეწირა ჩვენი წინაპარი, მარტო 100 ათასი მოწამის დასახელება კმარა ერთ დღეს, რომ გაჩნდა წმინდათა ნუსხაში.
განადგურებული და მიწასთან გასწორებულია ქართული ეკონომიკა, განადგურებული და გაუბედურებულია სოფლის მეურნეობა.
განათლების სფერო ხომ განწირულია და რუსთაველის სამშობლო 200 ქვეყანას შორის, 170- ე ადგილზე იმყოფება, წინ გვისწრებს ცენტრალური აფრიკის ქვეყნები ( .?)ეს სავალალო ფაქტორია, მაგრამ სამწუხარო რეალობა.
ამიტომ მოვუწოდებთ---
-- " მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალუანსი" ყველა ემიგრანტს დავბრუნდეთ სამშობლოში, ჩვენ ვმუშაობთ ამ ურთულეს თემაზე, რათა დავბრუნდეთ ღირსეულად, ადგილზე დასაქმებით.
გაერთიანების მიზანი და მიმარულებაა, დავუბრუნდეთ სამშობლოს, საკუთარ მიწა- წყალს რომ უახლეს მომავალში უცხონი არ აღმოვჩნდეთ საკუთარ ქვეყანაში.
ვხედავ რომ საქართველო მართლაც ჩვენგან ელოდება ხსნას.
ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავუბრუნოთ ქართველ ერს ლამის უკვე მიტაცებული და გასხვისებული საქართველო.
ერთად მოვუაროთ საქართველოს.ღმერთს ომს ნუ გამოუცხადებთ, ღმერთთან ომი არავის მოუგოს.
გახსნილია ემიგრანტების ფონდი, თუ ეს ფონდი გაძლიერდება ჩვენ დავბრუნდებით ღირსეულადაც, დავიბრუნებთ ყველაფერს და ქართველ ერს დავუბრუნებთ დაკარგულ და წართმეულ ღისებას, საქართველოს დავუბრუნებთ მომავლის პერსპექტივას, რომელიც შესაძლებელია და საქართველოს გააჩნია ამისი ყველანაირი საშუალება, რომ ერმა იცხოვროს მშვიდად, ეკონომიურად გაძლიერებულმა.
პატივისცემით: " მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსის " საორგანიზაციო ჯგუფი.
1
67
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
67
  
2022, 21 სექტემბერი, 10:08
ჩამობრძანდით მერე და მოუარეთ, მარტო სასაფლაოდ რომ გინდათ საქართველო (ჩემი ძვლები იქ უნდა დაიმარხოს ანდერძებით). და ბოლოს, რაღაც თქვენი ხმა (არც ჩურჩული) არ ისმოდა მაშინ, როდესაც ნაცისტური ხელისუფლება სწორედ ქართველებს აწამებდა, კლავდა, ძარცვავდა, დილეგებში ამწყვდევდა....
0 1 1