ამ წუთებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის რამდენიმე მონაწილემ და "ლაბორატორია 1918"-ის წევრმა სხეული დაისერა და მაისურებზე სისხლით წარწერა "მე მიყვარს პოლიცია" გაიკეთა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს წარწერა იროიულ შინაარსს ატარებს.
აქციის რამდენიმე მონაწილე შეეწინააღმდეგა მათ ამ ქმედებას, რადგან მათი თქმით, აქცია ყოველივე ძალადობის გარეშე უნდა წარიმართოს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც "ლაბორატორია 1918"-ის წევრებმა სისხლით წარწერა გაუკეთეს, აქციის სხვა მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს აცნობდა, რამაც გარშემომყოფების აგრესია გამოიწვია.მათ სიტყვით გამომსვლელს ფურცელზე ჩამოწერილი მოთხოვნები და მეგაფონი წაართვეს.
"ეს არის ძალადობის გამოვლინების მცდელობა, ასეთი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია", -განაცხადეს აქციის სხვა მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია: გასამართლდეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პატიმრების წამებაში.
ერთ-ერთი აქციის მონაწილის ოთო კობახიძის თქმით, აქცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქუთაისში და ბათუმში, სადაც სტუდენტები აპროტესტებენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ წუთებში აქციას შეუერთდა ახალგაზრდა, რომელიც იუსტიციის სახლთან შომშილობდა.
ნორმალურად არაფერი შეგვიძლია რა
მაგრამ ფინალი ქონდა უძლიერესი
სისტემა უნდა დაინგრეს