x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბანქო და კალენდარი – გამოცანა რუბრიკიდან "რა? სად? როდის?" (პასუხი აქვს)
image


არსებობს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ყველასთვის კარგად ცნობილი ბანქო, ანუ სათამაშო კარტი. როგორც ამბობენ, ის 1392 წელს, საფრანგეთი მეფე შარლ VI შლეგის მასხარამ, ჟაკმენ გრინგონერმა გამოიგონა. როგორც მეფის მეტსახელიდან ჩანს, ის სულიერი აშლილობით იტანჯებოდა. ბატონის გასართობად, მასხარა ბანქოს სხვადასხვა სახის თამაშს იგონებდა და თანდათანობით, დასტის მოდიფიკაციასაც ახდენდა.

გრინგონერმა, მეფე რომ ესიამოვნებინა, ბანქოს 4 მეფე დახატა და გამოაცხადა, რომ თითოეულ მათგანს, თავისი პროტოტიპი ჰყავდა:

აგურის მეფე — კარლოს დიდი;

ყვავის — მეფე დავითი;

გულის — იულიუს კეისარი;

ჯვრის — ალექსანდრე მაკედონელი.

ხოლო, საკუთარი თავი მასხარამ — ჯოკერად გამოაცხადა.

ბანქომ განსაკუთრებული პოპულარობა XVIII საუკუნეში მოიპოვა. ბევრისთვის, ბანქოს თამაში, დროის ფუჭად კარგვა იყო... და ბევრმა, დღესაც არ იცის, რომ ბანქოს და კალენდარს 6 საერთო რამ აქვს.

მაშ ასე, რა აქვს საერთო, ბანქოს და კალენდარს? დაფიქრდით და მინიმუმ 4 დაასახელეთ!

მინიშნება: თითოეულ "მასტში" (გული, აგური, ყვავი, ჯვარი) — 13 კარტია + 2 ჯოკერი.


პასუხი:

image

1. კარტის დასტაში 52 ბანქოა, წელიწადში — 52 კვირა.

2. დასტაში 4 "მასტია" და წელიწადის დროც — ოთხია.

3. თითოეულ "მასტში" 13 ბანქოა — წლის ყველა სეზონი 13 კვირა გრძელდება.

4. დასტაში 12 ბანქოა "სახით" (მეფე, დამა, ვალეტი), — წელიწადში 12 თვე არის.

5. ბანქოში სულ 2 ფერია — წითელი და შავი. წითელი — დღეს შეესაბამება, შავი — ღამეს.

6. ჩვეულებრივ, ვალეტის საფასური 11–ია, დამის — 12, მეფის — 13, ტუზი — 1. ერთი "მასტის" ბანქოს ჯამი — 91–ს შეადგენს; 4 "მასტის" ჯამი — 364 იქნება. წლის სრული ციკლი, ასტრონომიული სტანდარტით — 365¼ დღე არის. კარტის დასტის ჯამი კი — 364. ანუ, 1¼ დღე აკლია. მაგრამ, დასტაში ჯოკერიც არის, რომლის საფასური, თანამედროვე ინოვაციით, სწორედ 1¼ –ის ტოლია.



imageარხის სხვა სიახლეები:


* თავსატეხი ზარმაც მეზღვაურზე (პასუხი აქვს)

* სილურული ჰიპოთეზა: "ჩვენ არ ვართ პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე"

* აუცილებელი რაციონი და საკვების ზომა–წონის განსაზღვრა ხელის საშუალებით – ჯანმრთელად გახდომის მარტივი წესი

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით

* თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი



2
454
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
454
  
2022, 24 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2