ანეკდოტები საუკეთესო ანეკდოტები 2012, 24 სექტემბერი, 21:04 არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური პარტიებიც უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან.ხშირად ჩნდებიან ეკრანზე, აწყობენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, პოზიცია თუ ოპოზიცია დაპირებების კორიანტელს აყენებენ.ახლახან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გამოსვლას ვადევნებდი თვალს, ისე გაჰყვიროდა, რომ კისრის ძარღვები დაბერილი ჰქონდა და გულში მჯიღს იცემდა... ჰო, ეტყობათ რომ არ უნდათ 5 ათასიანი ხელფასის დაკარგვა თავის პრივილეგიებთან ერთად ძილში და ღილაკის მიჭერაში რომ უხდიან. ამან ყველაფერმა ერთი ანეგდოტი გამახსენა:მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთში ჩადის და მოსახლეობას ხვდება. ათას რამეს დაპირდა და ბოლოს დააყოლა:" ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50-50 დოლარსაც დაგირიგებთო".შეკრებილ ჯგუფს ერთი მოხუცი მიხო პაპა გამოეყო და დეპუტატს მიმართა:" შენ შვილო, ახალგაზრდა ენერგიული კაცი ხარ, ხომ ეგრეა?ქალიც მოგინდება ხოლმე არა?"მაჟორიტარი შეიშმუშნა-" ჰო, კი"-დაბნეულად უპასუხა."ალბათ ბორდელში დადიხარ-ხოლმე არა?"- გაგრძელა მოხუცმა-" რამდენს იხდი ხოლმე?". დაბნეულმა მაჟორიტარმა უპასუხა:" რა ვიცი, 50 დოლარს, ან თუ ქალი ძაან მომეწონა შეიძლება 100 დოლარიც გადავიხადიო"." ჰოოდა, შე შობელძაღლო! ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქ 50 დოლარად 5 წელი უნდა გვიხმაროო?!"-მიახალა მოხუცმა. სვანი მწყემსავს ცხვრებს. მივიდა უცხო კაცი და ეკითხება: 59 13-ს მოსწონს
|