პოეზია ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ წლის ავტორის ჯილდო დედოფლისწყაროელ პოეტს, ირმა შიოლაშვილს მიანიჭა 2022, 19 სექტემბერი, 11:27 ![]() ევროპელ ავტორთა გაერთიანება 1924 წლიდან არსებობს გერმანიაში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ წლის ჯილდოს გადასცემს მხოლოდ ერთ ევროპელ ავტორს. . ქართველი ავტორის დაჯილდოება წელს 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ შტაინში გაიმართა. პოეტს ფულად ჯილდოს და სიგელს ქალაქის მერმა გადასცა. ფულადი პრემია და მისი ოდენობა ირმასთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. . დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ირმა შიოლაშვილის გერმანულენოვანი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მისმა შემოქმედებამ ადგილობრივების აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ დაიმსახურა. . ![]() ![]() ![]() ![]() 28 1-ს მოსწონს
|