x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
6 ნიშანი იმისა,რომ ქალს არა აქვს საკმარისი სექ@ი
image

მაშინაც კი, თუ ქალი ურთიერთობაშია, ეს არ ნიშნავს, იმას რომ ის მთლიანად კმაყოფილია ინტიმური კავშირით. მაგალითად, სექსუალური დაუკმაყოფილება აუცილებლად იმოქმედებს ქალბატონის ხასიათზე, გარეგნობასა და ჩვევებზე.



ადამიანებს, რომლებსაც რეგულარულად აქვთ სექსი, თითქმის ყოველთვის გამოირჩევიან ხალხში. ისინი თავდაჯერებულები, აქტიურები და ხალისიანები არიან, თითქოსდა შიგნიდან ანათებენ. მაგრამ დაუკმაყოფილებელი ადამიანის ამოცნობა ასევე ადვილია.(თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, არც პირველი და მეორე მიზეზი მარტო სექსს ან უსექსობას არ შეიძლება მივაწეროთ) განსაკუთრებით ადვილია ქალის გამორჩევა, რომელსაც სექსი აკლია.


1.ხშირად არაფრის გამო აწყობს სკანდალებს



რამდენად ადვილია ამოიცნო ქალი, რომელსაც აშკარად აკლია ინტიმური ურთიერთობა? ის არა მხოლოდ დეპრესიულია, არამედ ნერვული და გაღიზიანებულიც. ასეთი ადამიანი მუდმივად აწყობს სკანდალებს არაფრისგან და აყალიბებს დრამას. ამ მარტივი გზით, ქალი ცდილობს როგორმე აანაზღაუროს ცხოვრებისეული ემოციების ნაკლებობა.


2. ქალს კანი უფუჭდება, სახეზე ანთებითი პროცესი ეწყება


სექსი არა მხოლოდ სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეერწყათ საყვარელ ადამიანს და იგრძნოთ თავი სასურველად, არამედ შესანიშნავი საშუალებაა ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად. სიყვარულის დროს ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს არა მხოლოდ სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონებს, არამედ პროგესტერონსაც, რომელიც პასუხისმგებელია ახალგაზრდობასა და სილამაზეზე. თუ ქალბატონის ცხოვრებაში სექსი ცოტაა ან საერთოდ არ არის, ეს მაშინვე აისახება გარეგნობაზე: ჩნდება გამონაყარი, კანი ღიზიანდება და იქერცლება.


3.ქალი იმატებს წონაში


და ისევ ფიზიოლოგიისა და ჰორმონების შესახებ. რეგულარული ინტიმური ურთიერთობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, არამედ ფიზიკურისთვისაც. ქალს, თუ ცხოვრებაში იშვიათად აქვს სექსი, წონაში იმატებს: ქალბატონი, ჭარბად ჭამს და ცდილობს მარტოობა ტკბილეულით შეავსოს, ან პირიქით ძალიან იკლებს. აქ ნაწილობრივ დამნაშავეა ჰორმონი ესტროგენი: ის შეიძლება იყოს ბევრი ან ძალიან ცოტა ორგანიზმში. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ჰორმონალური ფონი რეგულარული ინტიმური ურთიერთობით და მერწმუნეთ, ეს ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე აბების მიღება.


4.ქალი მუდმივად აკრიტიკებს კაცებს


დაუკმაყოფილებელი ქალის საუბარში ხშირად ისმის კრიტიკა კაცობრიობის ძლიერი ნახევრის წარმომადგენლების მიმართ. ასეთმა ადამიანმა შეიძლება განზრახ ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად ბედნიერია და კარგად ცხოვრობს მამაკაცის გარეშე, ან რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი სჭირდებათ, მაგრამ ის „ასეთი არ არის“. სინამდვილეში ეს თავის მოტყუებაა, უბრალოდ ეშინია ამაში გამოუტყდეს საკუთარ თავს.


5 ქალი იწყებს გამომწვევად ჩაცმას


ზოგჯერ გოგონები, რომლებსაც ცოტა სექსი აქვთ, კარგად ესმით, რომ პრობლემა არსებობს. და მათ სურთ მიანიშნონ თავიანთი სურვილის შესახებ მამაკაცებს. დაუკმაყოფილებელი ქალბატონი ცდილობს პოტენციური პარტნიორის ყურადღების მიქცევას ნათელი და გამომწვები ჩაცმულობით. ეს ჩვეულებრივ ზედმეტად მოკლე და მჭიდრო ქვედაბოლო, ან ღრმად ამოჭრილი ზედა სამოსი შეიძლება იყოს. ასევე, ქალმა, რომელმაც დაიწყო "ნადირობა", იმისთვის, რომ ყველა მამაკაცის მზერა მასზე იყოს მიმართული, ხშირად იყენებს თვალში საცემ მაკიაჟს.


6. ქალი მუდმივად სექსზე საუბრობს ან პირიქით, საერთოდ არ ლაპარაკობს


ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ თემებს, რომლებიც ნამდვილად გვაღელვებს, მხოლოდ ორი მეთოდით ვუდგებით. ქალს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტა სექსი აქვს, ყველა საუბარი ინტიმურ ურთიერთობამდე მიყავს: ის ხდება ვულგარული ხუმრობებისა თუ ისტორიების ინიციატორი, ინტერესდება შესაბამისი შინაარსით და იწყებს ამაზე ლაპარაკს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ან, პირიქით, ქალბატონი წყვეტს ნებისმიერ საუბარს ინტიმურ თემაზე, არიდებს თავს და იწყებს გაბრაზებას.

8
2626
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2626
  
2022, 30 სექტემბერი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 17 სექტემბერი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8