x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტი და "ნარკობარიგა"

image შ.ს.ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მოხსენიებული დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე "ნარკობარიგა" იყო,
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, “ვარდების რევოლუციამდე”, ტაბატაძე “ნამდვილი ჯალათის”, თბილისის პოლიციის უფროსის, სოსო ალავიძის მარჯვენა ხელი იყო.
“არ შეიძლება თბილისელებს ის არ ახსოვდეთ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიგა, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თბილისში ნარკოტიკებს. ამისთანა ხალხის შედეგად მაშინდელ საქართველოში მთელი თაობა ნემსზე შეჯდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მოხდა “ვარდების რევოლუცია” და ნინო ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობის, მოულოდნელად გაიგო, რომ ალეკო ტაბატაძე დაუნიშნავთ ქალაქის პოლიციის უფროსად.
“გადავურეკე ეგრევე ნინო ბურჯანაძეს, რადგან ის ბადრი ბიწაძის კადრი იყო და ნახევარ საათში მოვახსნევინე.ამის შემდეგ ბიწაძემ ისევ შეტენა რაღაც თანამდებობაზე და რომ გავიგე, იქაც მოვახსნევინე. მერე გაქცეული იყო უკრაინაში. ძალიან ბევრი ფული წაიღო და ფული ბევრი ჰქონდა, იმიტომ, რომ მთელი თაობა დასვეს ნემსზე და ამაზე ბევრმა მოითბო ხელი. ახლა ეს კაცი დაბრუნებულა აქ, აღმოჩენილა საპარლამენტო სიაში და თურმე მთელი ეს პერიოდი აგროვებდა სიბინძურეებს. 2 დღის წინ კი აჭარაში ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, წარმოუდგენელი სისასტიკით გამორჩეული “რემბო”, რომლის წინააღმდეგ თავის დროზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ადამიანების წამების გამო, მრავალი წელი იყო გაქცეული, ჩაყუჟული, თავჩაწეული, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით გამოვიდა და დაგმო ძალადობა. ეს ძველი ელემენტები, რომლებიც აწამებდნენ, აუთოვებდნენ, რყვნიდნენ მთელ თაობას, უცებ წამოყვეს თავი და დაბრუნდნენ საქართველოში. ყველა მობრუნდა, ამ არჩევნების გარშემო დაირაზმა და ჰგონიათ, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი დაბრუნდება თავის წრეზე. ყველაფერს აქვს საზღვარი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საკუთარი ინტერესებისთვის ყველანაირი ადამიანის შემოკრება და გამოყენება არ შეიძლება, რადგან “ეს საბოლოო ჯამში ყველაფერს დაანგრევს”.

5
508
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
508
  
2012, 24 სექტემბერი, 20:11
როგორც მივხვდი ეს "გაღმა შეედავე,გამოღმა შეგრჩება"-ს პრინციპით ცხოვრობს
2012, 24 სექტემბერი, 20:04
ჯერ სადა ხარ, მალე აღა -მახმად ხანსაც გამოჩხრიკავენ, ათას ჯანდაბას კიდევ
2012, 24 სექტემბერი, 20:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 24 სექტემბერი, 19:54
+100000
0 1 5