საზოგადოება „ორი გიორგი, ორივე ედიბერიძე, ბიძაშვილები“… – ახლახანს ახალგაზრდა ბიჭები ტრაგიკულად დაიღუპნენ 2022, 15 სექტემბერი, 18:38 წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა იმერეთის მხარეში. ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემტხვევას ერთიდაიმავე გვარი სახელის ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე შეეწირა. ფეისბუქში გარდაცვლილთა ახლობლები წერენ, რომ ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. “შემზარავი და ცივი შემოდგომა დაგვიდგა თითეულ ჩვენთაგანს!……მეხის გავარდნას გავდა ამ ვაჟკაცების ამბავი…….! სიტყვები, როგორი უძლურია…..არც კი მომეძებნება ლექსიკონში რომ მათი ოჯახები ვანუგეშო!“ “ორი გიორგი ორი ედიბერიძეეე““ მოუშუშებელი ტკივილი ხართ ყველასთვის დაუჯერებელიააააა” - ასე ემშვიდობებიან ახლობლები გარდაცვლილ ბიძაშვილებს სოციალურ ქსელში. . ახალგაზრდები წყალტუბოში სანატორიუმ “საქართველო”-სთან ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. გავრცელებული ცნობით, ერთმანეთის სეხნიები – გარდაცვლილები 29 წლის და 27 წლის გიორგი ედიბერიძეები არიან. 114 შეფასება არ არის
|