სხვა ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები 2022, 14 სექტემბერი, 17:04 დღეს რადგან ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა, მისით დავიწყებთ: ***ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს _ არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო... მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად, - ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა 15 კაპიკი. აწია თავი და ჯანსუღს ეკითხება: ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?! ***81 წელს როდესაც დინამომ თასი აიღო, ბუნებრივია დაიწყო ტრიუმფატორი გუნდის შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ერთერთი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებთან. ახალკაცმა მიიყვანა დუბლშემადგენლობა შეხვედრაზე და მოიბოდიშა, "ასტნავნოი" გუნდი დაღლილია და მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ხვალ, ამიტომ დუბლები მოვიყვანეო.იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ნოდარ დუმბაძე, რომელმაც უპასუხა: ეგ არაფერი, ჩვენც დუბლები ვართ "ასტნავნოი" მთაწმინდაზე წევს ძამა ჯემალ ბაღაშვილი: „კოვიდი შემეყარა და საავადმყოფოში მომათავსეს. მარჯვენა ხელზე კი წვეთოვანები ჩამიდგეს და ვწევარ გაშეშებული. არადა იუმორისტული სცენარი მაქვს დასაწერი გადაცემისთვის. ექთანს ვთხოვე, რომ წვეთოვანი მარცხენა ხელზე გადაეტანა და მარჯვენით სცენარის წერა დავიწყე. მანანა მეუბნება: რას შვრები, კაცო, გაგიჟდიო?.. მე კი ვუპასუხე: წერილს ვწერ. თუკი წერილის წაღება მიწერია, რაღა სხვისი წავიღო, ჩემსას წავიღებ-მეთქი“. დათო როსტომაშვილი: „ბაღში მასწავლებელი მიყვარდა. მე კი ჩემს ჯგუფელ მანანას ვუყვარდი. მასწავლებელი გათხოვდა და გადავირიე – შეყვარებული გამითხოვდა-მეთქი. ამ მანანამ კი, ეჭვიანობის ნიადაგზე, სკამი იმ დროს გამომაცალა, როცა ფანჯრიდან ვიყურებოდი. გადავვარდი, მაგრამ გადავრჩი, ბუჩქებში ჩავვარდი და მხოლოდ ლოყა დავიზიანე. ჩემი მასწავლებელი კი თავის მეუღლესთან ერთად მოვიდა ჩემს სანახავად. ის კაცი გარეგნულადაც კარგი შესახედავი იყო და იუმორიც კარგი ჰქონდა. საწოლთან დამიჯდა და ჩუმად მითხრა: მოდი, ეს ჩემი ცოლი მე დამითმე და გოგო რომ მეყოლება, იმას გაგატან ცოლადო...“ გიორგი დანელიას "მიმინოს" თავდაპირველ ვარიანტში იყო ეპიზოდი, სადაც ვალიკო და რუბიკა ლიფტში ორ იაპონელთან ერთად მგზავრობენ. ერთ-ერთი იაპონელი გულდასმით ათვალიერებს მათ და მეორეს ეუბნება: "კაკ ეტი რუსიკიე ვსე დრუგ და დრუგა პახოჟი. გივი ბერიკაშვილი: "ლონდრეს" გადაღება მთლიანად კურიოზი იყო, - დილა იწყებოდა რეჟისორის თანაშემწის ყვირილით: სად ხართ?! დროა!.. ვიწყებთ!.. ჩაიცვით!.. ეროსი ჩაიცვი! რამაზ ჩაიცვი!.. გივი გაიხადე!.. ტრისტან სალარიძე : „ერთხელ ერთ სუფრაზე თამადა ვიყავი. დაგვიანებული მეგობარი მოვიდა და რომ დამინახა, მეუბნება: სად ხარ, შე ჩემა, სად დაიკარგე, რომ არ ჩანდიო. მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე და სიყვარულის სადღეგრძელოს ვამბობ. თანამიმდევრულად მივყვები: მეგობრებო, ქალ-ვაჟი რომ ერთმანეთს შეიყვარებენ, მერე შეუღლდებიან, სექსუალური აქტი ექნებათ, შემდეგ მილიონობით სპერმა მოძრაობს კვერცხუჯრედის ირგვლივ და ძალიან ცოტას თუ აქვს შანსი, რომ განაყოფიერდეს – ვინც მიასწრებს, მხოლოდ იმას. მერე შემოსწრებულზე მივუთითე შეკრებილებს და ვთქვი: ხომ წარმოგიდგენიათ, ამას უკან რა გამოსირებულები მოსდევდნენ, რომ ყველას მიასწრო-მეთქი...“ ალექსანდრე გოგინავა: „2019 წელია და ლონდონში ევროპალიგის თამაშზე წავედი „არსენალსა“ და ლიეჟის „სტანდარტს“ შორის. თბილისიდან „არსენალის“ მაისური მქონდა წაღებული, რომელსაც ადებაიორი ეწერა. ძველი მაისური იყო და ვერ „მოვტვინე“, რომ იმ პერიოდისთვის „არსენალის“ ფანებს ეს ფეხბურთელი უკვე აღარ „ევასებოდათ“. მოკლედ, ავედი ტრიბუნაზე და „არსენალის“ სტაჟიან ფანებში მოვხვდი. ზურგზე კი მოსაცმელი მაქვს შემოხვეული და წარწერა არ ჩანს. მხიარული თამაში იყო. 22-ე წუთზე არსენალი 3:0-ს იგებდა. ფანები კი თან ალკოჰოლს სვამდნენ და კარგ განწყობაზე იყვნენ. დამცხა, მოსასხამი მოვიხსენი და ეს რომ ფანებმა დაინახეს, დაიწყო ჩემ მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც თანდათან ძლიერდებიდა. შესვენების შემდეგ ეს მაისური გავიხადე და ლონდონში ნაყიდი ნაცრისფერი მაისურის ამარა დავრჩი, რომელსაც ბურთზე შემდგარი ქათამი ეხატა – ანუ „ტოტენჰემის“ ემბლემა. თავიდან ვერც ეს გავაცნობიერე და როცა ზურგს უკან ჩემ მიმართ აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა, 64-ე წუთზე გამოვიპარე, თორემ შეიძლება, ტრიბუნიდან ცოცხალს ვეღარ გამომესწრო. ერთ დილას ეროსი მანჯგალაძე თეატრში განერვიულებული მივიდა. კართან მსახიობები დახვდნენ, მოწყენის მიზეზი ჰკითხეს. - ცუდი სიზმარი ვნახე, კაცო. - რა ნახე, აღარ იტყვი? - სერგო ზაქარიაძე ვნახე, მითხრა, სადა ხარ ამდენი ხანი, გეძებ, საქმე მაქვს შენთანო. ძლივს დააწყნარეს ეროსი, - მიცვალებულის დასიზმრება დიდხანს სიცოცხლეს ნიშნავსო. ბორის წიფურიას ეს ამბავი რამაზ ჩხიკვაძისთვის მოუყოლია. მეორე დღეს რამაზი ეროსის ეუბნება: - სადა ხარ, კაცო, დილიდან გირეკავ. - რა გინდა? - რა და სიზმარში სერგო ვნახე, ზაქარიაძე. მკითხა, ეროსი ხომ არ გინახავს, მასთან სერიოზული საქმე მაქვსო. - ვაიმე, - აფორიაქდა ეროსი, - რა უნდა, კაცო, ჩემგან, რა საქმე აქვს? ატყდა ერთი ხორხოცი. სიცილისგან ჩაბჟირებული მსახიობები ეროსის აწყნარებდნენ: - რამაზი გეხუმრა, ნუ ნერვიულობო. კაი ხანი არ იჯერებდა ეროსი ბოლოს ყველა ერთად წავიდა მთაწმინდაზე და ბატონი სერგოს მოსაგონარი დალია. გიგა ლორთქიფანიძე: „ოტია იოსელიანის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ – განსახიერებული როლი გივი ბერიკაშვილს მართლაც ძალიან მოუხდა. სპექტაკლი კახეთშიც ჩავიტანეთ და გივის სოფელშიც ვაჩვენეთ. იმ სოფელში, საიდანაც ბატონი გივი ბრძანდება, სულ ბერიკაშვილები ცხოვრობენ და მათ შორის, გივიც ბევრს ჰქვია. ამიტომ, მთავარ როლში მონაწილე გივი ბერიკაშვილს დაბნეულობა რომ არ გამოეწვია, აფიშაზე მისი სახელისა და გვარის გასწვრივ, ფრჩხილებში იყო მიწერილი: პანწკალაანთი.“ საერთოდ დიდი ენაკვიმატი კაცი იყო ირაკლი აბაშიძე, რომელსაც ერთხელ ნათესავებმა დაურეკეს: არიქა ირაკლი გვიშველე ბოვშვმა ტყვია გადაყლაპაო... მაგ საქმის მე არაფერი გამეგება ერთს გეტყვით მარტო, ბოვშვს უკან ნურავინ დოუდგებითო... ნიკა მელია: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ვარ შეხვედრაზე. გამოსვლა რომ დავასრულე, ერთი კაცი მოვიდა, ხელში რაღაც ჩამიდო და მითხრა, – ეს ჩემგანო. მივხვდი, „პლანი“ მომცა. პირველი, რაც ვიფიქრე, მოგზავნილი ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ დავრწმუნდი, ასე არ იყო და უკან ვაძლევ, თან ვეუბნები: სხვა დროს იყოს, ახლა კი ხმა მომეცი-მეთქი. ის კი მპასუხობს: ხმას მოგცემ, აბა, რა „პლანს“ გაძლევ და ხმას არ მოგცემო?“ შალვა ნათელაშვილი: „შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი. ნიქსონის ცენტრში მოხსენება უნდა წამეკითხა და ცოტნე ბაკურიამ მითხრა, მეც დავესწრებიო. არადა, გულმა ცუდი მიგრძნო, რადგან იქ „რუსთავი 2“ და „იმედიც“ იყვნენ. ჩემს გამოსვლას კოლინზიც ესწრებოდა, რომელიც მანამდე ელჩი იყო რუსეთში და ჩვენზე ყველაფერი იცოდა – ცუდიც და კარგიც. მე კოლინზს ველაპარაკები, ვუხსნი, რომ ქართველები კარგები ვართ და ასე შემდეგ... ამ დროს ცოტნე და თეა თუაშვილი ჩხუბობენ. ერთმანეთს თმებში ჩაფრენიან... თურმე, თეას უკითხავს, თმებს იღებავთო და ცოტნე ამან აღაშფოთა. კოლინზმა რომ ეს სცენა დაინახა, მკითხა: ესენი ქართველები არ არიანო? მე კი მივუგე: ქართული ტელეკომპანიებია, ჟურნალისტები კი დაქირავებულები არიან, პალესტინელები-მეთქი.“ 3118 4-ს მოსწონს
|