სხვა 10 რამ, რასაც ადამიანები მანამდე აკეთებდნენ, სანამ თანამედროვე გამოგონებები გაჩნდებოდა 2022, 14 სექტემბერი, 12:05
საუკუნეების შემდეგ ხალხი იმის შესახებ დაწერს თუ როგორ იყენებდნენ ადამიანები "მფრინავი მანქანების" გამოგონებამდე ავტომობილებს, რომლებიც ბეტონის გზებზე მოძრაობდნენ. ზოგიერთი უმარტივესი ნივთი, როგორიცაა მაგალითად, მაღვიძარა ან საშლელი, უწინ უბრალოდ არ არსებობდა, სანამ თანამედროვე გამომგონებლებმა ერთ დღესაც ისინი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ გახადეს. ეს ნივთები აუცილებლობის გამო გამოიგონეს, თუმცა ადამიანები, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ, მათ ნაცვლად სულ სხვა საგნებს იყენებდნენ. მოდით, ერთად გავარკვიოთ თუ რას იყენებდნენ ჩვენი წინამორბედები ათწლეულების წინ, სანამ თანამედროვე გამოგონებები დღის სინათლეს იხილავდა.
1. სანამ მაღვიძარას გამოიგონებდნენ, არსებობდა პროფესია, რომელსაც "knocker-upper"-ი ერქვა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც კლიენტებთან დადიოდნენ და მათ ფანჯრებზე ან კარებებზე გრძელი ჯოხით აკაკუნებდნენ, რათა ისინი დროულად გაეღვიძებინათ.
2. საპარსის გამოგონებამდე როგორც წესი, ზვიგენის კბილებს ან კაჟს ლესავდნენ და საპარსად იყენებდნენ. ზოგიერთი ტომი ამგვარი "საპარსების" გამოყენებას დღესაც წარმატებით განაგრძობს.
3. მწერლები და მხატვრები საშლელის გამოგონებამდე ქაღალდზე კვალის წასაშლელად უქერქო პურს იყენებდნენ. აი ასე, სანამ ინგლისელი ინჟინერი ედვარდ ნერნი 1770 წელს საშლელს გამოიგონებდა, მის ნაცვლად პურის გული გამოიყენებოდა.
4. ორსულობის თანამედროვე ტესტების გამოგონებამდე ქალის შარდი ვირთხის ან თაგვის ორგანიზმში შეჰყავდათ, ხოლო თუ მღრღნელს "სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება" აღენიშნებოდა ქალი ორსულად ითვლებოდა.
ორსულობის თანამედროვე ტესტი შეიძლება მივიჩნიოთ იმის მემკვიდრედ რაც მეცნიერებმა ზელმარ ასკჰაიმმა და ბერნარ ზონდეკმა 1927 წელს გააკეთეს. ექსპერიმეტი, ქალის შარდის მოუმწიფებელი მღრღნელის ორგანიზმში შეყვანას გულისხმობდა, ესტრალური რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში კი, ქალს "ორსულობის" დიაგნოზი ესმებოდა.
შარდზე დაფუძნებული ორსულობის ტესტის შესახებ ინფორმაცია ძველ ეგვიპტურ დოკუმენტშიც გვხვდება. პაპირუსი აღწერს ტესტს, რომლის თანახმადაც, ქალს, რომელიც შესაძლოა ორსულად იყო, რამდენიმე დღის განმავლობაში ხორბლის და ქერის თესლზე უნდა მოეშარდა.
"ქერის გაზრდის შემთხვევაში, ბავშვი მამრობითი სქესის იქნებოდა, ხორბლის შემთხვევაში კი - მდედრობითის, ხოლო თუ არც ერთი არ გაიზრდებოდა, ნიშნავდა რომ ქალი ბავშვს საერთოდ არ გააჩენდა". 1963 წელს ამ თეორიის ტესტის შემოწმებამ აჩვენა, რომ შემთხვევების 70%-ში ორსული ქალების შარდი ხელს უწყობდა ზრდას. არაორსული ქალებისა და მამაკაცების შარდი კი - არა.
5. თანამედროვე ელექტროკონვულსიური თერაპიის გამოგონებამდე წლებით ადრე, ძველი რომაელები თავის ტკივილისა და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ ელექტრო თევზს იყენებდნენ - და უნდა ითქვას რომ ეს მართლაც მუშაობდა!
6. ფინეთსა და რუსეთში ადამიანები მაცივრის გამოგონებამდე ბაყაყებს რძეში ყრიდნენ, რათა ის არ გაფუჭებულიყო. ამ ხრიკმა კარგად იმუშავა, ბაყაყები ალბათ, მადლობლები იქნებოდნენ ოლივერ ევანსის, რომელმაც 1805 წელს პირველი მაცივარი დააპროექტა, და ასევე სხვებისაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შექმნაში.
7. სანამ თანამედროვე მათეთრებელს გამოიგონებდნენ ძველი რომაელები ტანსაცმლისა და კბილების გასათეთრებლად ადამიანებისა და ცხოველების შარდს იყენებდნენ. ის იმდენად პოპულარული იყო, რომ რომის იმპერატორს მასზე გადასახადის დაწესებაც კი მოუწია. ძველი რომაელები იმდენად აფასებდნენ შარდში ამიაკის შემცველობას (ინგრედიენტი, რომელსაც დღეს თითქმის ყველა მათეთრებელი საშუალება შეიცავს), რომ იმპერატორმა ვესპასიანემ საჯარო შარდსადენებში შეგროვებულ შარდზე გადასახადიც კი დააწესა.
8. რადარის გამოგონებამდე, გიგანტური ბეტონის "ხმოვანი სარკეები" მტრის თვითმფრინავების გამოსავლენად გამოიყენებოდა. პირველი რადარი სერ რობერტ უოტსონ-ვატმა 1935 წელს გამოიგონა, რომელიც პულსირებულ რადიოტალღებს 100 კილომეტრის მანძილზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავების აღმოსაჩენად იყენებდა. რადარამდე გიგანტური ბეტონის "ხმოვანი სარკეები" გამოიყენებოდა.
9. სანამ ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატებს გამოიგონებდნენ "ჯვარედინი ცირკულაციისთვის" ქირურგები, რომლებიც ოპერაციებს ღია გულზე ატარებდნენ, პაციენტის გულს დონორს, ანუ მშობელს უერთებდნენ, რომელიც პაციენტის სისხლს ჟანგბადით ამარაგებდა და შემდეგ უკან ტუმბავდა. პირველი ასეთი ოპერაცია ღია გულზე 1952 წლის 2 სექტემბერს, ქირურგ ფ. ჯონ ლუისის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელთა შორის იყო ასევე ქირურგი კ. უოლტონ ლილეჰეიც. ეს ოპერაციები ჰიპოთერმიის გამოყენებით ტარდებოდა, ანუ პაციენტის სხეულის ტემპერატურის დაქვეითებისთვის მას ჯერ ცივი წყლით სავსე აბაზანაში აციებდნენ, თუმცა ეს ქირურგებს ოპერაციების ჩასატარებლად მხოლოდ 10-15 წუთს აძლევდა, რაც ასეთი მძიმე ქირურგიული ჩარევისთვის საკმარისი არ იყო.
10. მე-19 და მე-20 საუკუნეებში სპორტსმენები მარათონის დროს ალკოჰოლს იღებდნენ, რადგან სპორტული სასმელები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს დღეს არის ცნობილი რომ ალკოჰოლი დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ სპორტსმენებმა ის მარათონის დროს არ უნდა მიიღონ, მაგრამ მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სპორტული სასმელები ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი. მარათონის დროს, არ არსებობდა ისეთი ჯიხურები, სადაც სპორტსმენებს ენერგეტიკულ სასმელებს და წყალს შესთავაზებდნენ, ამიტომ თითოეულ მორბენალს გზაზე ველოსიპეტით ან მანქანით სპეციალური ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც მათ ალკოჰოლით უმასპინძლდებოდნენ.
1924 წელს პარიზში გაიმართა მარათონი, სადაც მორბენლებს ღვინოს სთავაზობდნენ. სპირიდონ ლუისმა, ადამიანმა, რომელმაც 1896 წლის ოლიმპიადაზე მარათონი მოიგო, ფინიშამდე მისასვლელად ერთ - ერთ ტავერნაში ალკოჰოლის სურვილი კონიაკით მოიკლა და საბოლოოდ, გამარჯვებაც იზეიმა, თუ სპორტსმენები ალკოჰოლის გარდა სხვა სასმელს სვამდნენ, მათ "მაჩოებად" არ თვლიდნენ და ზემოდან უყურებდნენ. მარათონის ორგანიზატორები სირბილის დროს სპორტსმენებს სასმელი წყლის მიღებას არ მოუწოდებდნენ. 1960-იან წლებში ადამიანებმა თანდათან ჰიდრატაციის მნიშვნელობის გაგება დაიწყეს, ხოლო მარათონის განმავლობაში მის პრაქტიკად ქცევას კიდევ ათი წელი დასჭირდა.
|