სისხლის სამართალი ამერიკაში პირველად გამოიყენებენ სიკვდილით დასჯის ახალ მეთოდს 2022, 14 სექტემბერი, 11:22
შტატი ალაბამა ემზადება გამოიყენოს მსჯავრდებულიზე სიკვდილის დასჯის ახალი, აქამდე შეუმოწმებელი მეთოდი, რომელსაც ეწოდება აზოტის ჰიპოქსია.
აშშ-ის ეს შტატი პირველი იქნება, რომელიც აღასრულებს მსჯავრდებულის, ალან იუჯენ მილერის სიკვდილით დასჯას აზოტით ჰიპოქსიით. ის იყო სანქცირებული ალაბამასა და კიდევ ორ სხვა შტატში, თუმცა პრაქტიკაში არასდროს არ ყოფილა გამოყენებული . ჯეიმს ჰაუტსმა, ალაბამას გენერალურმა პროკურორის მოადგილემ, აშშ-ს საოლქო მოსამართლეს ოსტინ ჰაფაკერს განუცხადა, რომ "დიდი ალბათობით" მილერის სიკვდილით დასჯისთვის ეს ახალი მეთოდი იქნება გამოყენებული, რომელიც 22 სექტემბერს არის დანიშნული, თუ მოსამართლე დაბლოკავს სასიკვდილო ინექციის გამოყენებას. ახალი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის გაჟღერდა სასამართლო სხდომაზე, იგი სიკვდილმისჯილმა ალან მილერმა თავად მოითხოვა სასამართლოს წინასწარი განკარგულების საფუძველზე-არ გამოიყენონ მის წინააღმდეგ სასიკვდილო ინექცია, ალან მილერი, მიტანის სერვისში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად, გაასამართლეს 1999 წელს სამუშაო ადგილზე ატეხილი სროლის გამო, რომლის დროსაც დაიღუპა ლი ჰოლდბრუკსი, სკოტ იანსი და ტერი ჯარვისი. მილერმა ჰოლდბრუკსი და იანსი მოკლა, რომლებიც იმავე ბიზნესში იქყვნენ დასაქმებული და შემდეგ სპეციალურად წავიდა სხვა ადგილზე, რათ ტერი ჯარვისი მოეკლა. თითოეულს მან რამდენჯერმე ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილო ინექცია შტატ ალაბამაში სასჯელისაღსრულების ძირითადი მეთოდია, შტატმა 2018 წელს დაამტკიცა აქამდე გამოუყენებელი და შეუმოწმებელი მეთოდი, აზოტის ჰიპოქსია, როგორც ალტერნატივა სასიკვდილო ინექციის შესახებ მზარდი კითხვების ფონზე. აზოტის შეყვანა შესაძლებელია როგორც სამედიცინო კლასის თავზე ჩამოსაცმელ ჟანგბადის ჩაფხუტის, სახის ნიღბის გამოყენებით. დამნაშავეები ჟანგბადიდან აზოტზე გადასვლიდან დაახლოებით 15 წამის შემდეგ კარგავენ გონებას. 5116 4-ს მოსწონს
|