x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ზონდერებმა ეს ოქროს კაცი იძულებული გახადეს, ქვეყნიდან წასულიყო"- ვისზე საუბრობს ვახო სანაია 

image


ჟურნალისტი ვახო სანაია სერბეთის სახელით მოასპარეზე ცნობილი ქართველი ფალავანის, ზურა დათუნაშვილის მორიგ დიდ წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან მომხდარი დაპირისპირების გამო ის იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა.


"ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა !


“ქართულმა ოცნებამ” და მისმა ზონდერებმა ეს ოქროს კაცი იძულებული გახადეს, ქვეყნიდან წასულიყო. შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძალადეს, ხელი გაარტყეს, საქართველოში კარიერა დაუნგრიეს. ახლა სხვა ქვეყნის სახელით იგებს ტიტულებს. ამ უტიფრების ხელისუფლება კიდევ ხმას იღებს სპორტზე.


მეორე ფოტოზე ზონდერი გეგა გეგეშიძე. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ზურა დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა, დღეს კი თავისუფლად დასეირნობს, რადგან ხელისუფლება მფარველობს, ის კი ხელისუფლების ბინძურ დავალებებს ასრულებს." - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და წარმატებული ქართველი მოჭიდავის ფოტოსთან ერთად გეგა გეგეშიძის ფოტოსაც აზიარებს.

image


შეგახსენებთ, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ქართველი ფალავანი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში დანიის წარმომადგენელი დაამარცხა. ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
256