აზიის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა სოფლებში, აღშფოთებული საზოგადოების მრავალი პროტესტის მიუხედავად, პატრა ბავშვებს კვლავ ათხოვებენ და აქორწინებენ. ასეთი ურთიერთობები, როგორც წესი, კარგად არ მთავრდება. არც ისე იშვიათია შერმთხვევები, როცა ახალგაზრდა პატარძლები გარბიან ოჯახიდან ან თავს იკლავენ, ოღონდ მოხუც კაცს არ “მიჰყიდონ".
ასეთი ქორწინება რეალურად სავაჭრო გარიგებაა: მშობლები გოგონას მომავალ ქმარზე ყიდიან. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვს არ აქვს წინააღმდეგობის უფლება. თუმცა, გამონაკლისები ხდება. თურქეთში არის ისტორია სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციიდან ურფაში მცხოვრები გოგონას შესახებ, რომელიც ბიძამ 4600 დოლარად მიჰყიდა მასზე 20 წლით უფროს მამაკაცს. გოგონამ გაქცევა მოახერხა და პოლიციას დაუკავშირდა, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი გააუქმა.
ქორწინებისადმი ასეთი დამოკიდებულება უნდა აიხსნას რელიგიური სწავლებებით. მაგალითად, ინდუისტურ ოჯახებში გავრცელებულია რწმენა, რომ ოჯახი დალოცვილი იქნება, თუ ქალიშვილს პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე დაოჯახდება.
1. ავღანეთი. 40 წლის ფაიზ მუჰამედი და 11 წლის ღულამ ხიდერი მშობლების სახლში ქორწილის წინა დღეს, სოფელ დამარდაში.
2. იემენი. ვარდისფერში ჩაცმული გოგონა ტაჰანი 6 წლის გათხოვდა, ქმარი 25 წლის იყო.
3. ასია 14 წლისაა, მაგრამ უკვე მეორე შვილი გააჩინა. მისი პირველი ქალიშვილი ორი წლისაა და დედის გვერდით თამაშობს, რომელსაც ჯერ კიდევ სისხლი სდის. ასიას განათლება არ აქვს - არც იცის როგორ უნდა მოუაროს პატარა ბავშვს.
4. ნუჯუდი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა განქორწინებული ცოლი გახდა. ის 10 წლის იყო. ქმარი გოგონაზე სამჯერ უფროსი გახლდათ, იემენის დედაქალაქი სანაიდან სოფელში წაიყვანა, სადაც ყველანაირად ამცირებდა. ერთხელ მშობლების მოსანახულებლად მისული, ფარულად წავიდა სასამართლოში და მოითხოვა განქორწინება, რომელიც ორი დღის შემდეგ გაიცა. ეს ამბავი ცნობილი გახდა და ნუჯუდმა მალევე გამოუშვა მისი ავტობიოგრაფია. იემენში ამ გახმაურებულ საქმეს შემდეგ სხვა განქორწინებებიც მოჰყვა. 9 და 12 წლის გოგონები განქორწინდნენ სანააში
5. სოფელი დამარდა, 2005 წელი. გულამ ხედერი 11 წლისაა, სკოლის დამთავრებაზე და მასწავლებლობაზე ოცნებობდა, მაგრამ გოგონა 40 წლის ფაიზ მუჰამედზე დააქორწინეს. ავღანეთში, ბევრი მშობელისთვის ესაა სურვილი, დაიცვან თავიანთი ქალიშვილები ქორწინების გარეშე ურთიერთობებისგან, რაც ხდება სკოლაში სწავლის დროს. თუმცა, ასეთი მეთოდების გამო, გოგონები ხშირად რჩებიან წერა-კითხვის უცოდინრები რადგან ქორწილის შემდეგ ისინი წყვეტენ სასწავლო დაწესებულებებში სიარულს.
6. ასამი, ინდოეთი. ჰასინა 13 წლის ასაკში დაქორწინდა ალიზე. ფოტოზე ის 14 და ნახევარი წლისაა, ოთხ თვეში კი დედა გახდება.
7. ბოპალი, ინდოეთი. 12 წლის პატარძლისა და 14 წლის საქმროს ქორწინება
8. ახალგაზრდა პატარძლები ქორწინებამდე. ეს გოგოები არიან 14-16 წლის ასაკში და კვლავ იმედოვნებენ, რომ მომავალში შეძლებენ განათლების მიღებას.
9. აიშა თალიბანის ბოევიკმა დაასახიჩრა იმ ოჯახიდან გაქცევის მცდელობის გამო, რომელშიც ყველა ნათესავი მას ჩაგრავდა.
10. გოგონები ხშირად ისხამენ ნავთს, იმ იმედით, რომ ნაწიბური დარჩებათ, როგორც დახმარების თხოვნის ნიშანი. 
11. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ექსპერიმენტები იწვევს სერიოზულ ინფექციებს და ჭრილობებს - და გოგონები იღუპებიან ადგილობრივ საავადმყოფოებში. ასეთი ბედი ელოდა ჰერატის ლაილას. ქმრის შეურაცხყოფის შემდეგ გოგონამ აბაზანაში ნავთი გადაისხა. დამწვრობა სხეულის 85%-ს შეადგენდა და მიუხედავად იმისა, რომ ქმარმა ცეცხლის ჩაქრობა შიშველი ხელებით მოახერხა, გოგონა ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
12. 5 წლის რაჯანი საქორწილო ცერემონიაზე ღამით მიჰყავთ, რადგან ინდოეთში ასეთი ქორწინება უკანონოდ ითვლება. ღამის ცერემონიები სოფელში საერთო საიდუმლოდ იქცევა.
13. რაჯანისა და მისი 14 წლის საქმროს ქორწილის ცერემონია. ინდოეთში, პატარა პატარძლები ცერემონიის შემდეგ ცხოვრობენ სახლში, სანამ ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევენ. შემდეგ იმართება მეორე ცერემონია, რის შემდეგაც გოგონა მთლიანად გადადის ქმრის უფლებამოსილებაში.
14. ბამიანის პროვინცია, 2010 წელი. პატარძალი და სიძე საქორწილო ცერემონიაზე მიდიან. ავღანეთი ღარიბი ქვეყანაა, სადაც ქალიშვილები ხშირად ხდებიან ვალების დასაფარი წყაროები.
15. ყანდაჰარი, 2006 წელი. 35 წლის ჯანმა 15 წლის მეუღლის, ჯამალიას მოკვლა სცადა, რადგან ის ქმრისა და დედამთილის მხრიდან შეურაცხყოფების შემდეგ დედასთან გაიქცა. შედეგად მამაკაცმა გოგონას ბებიას ჭრილობები მიაყენა, რომელიც შვილიშვილის დაცვას ცდილობდა. ახლა ის დაპატიმრებულია. . ჯამალია 10 წლის ასაკში გაათხოვეს.