x
image
არჩილ ვერულიძე
ფაქტები ბრიტანეთის სამეფო გვარდიის შესახებ

image
როგორ დავეცეთ სწორად, რამდენს იწონის ქუდი და რამდენს გამოიმუშავებენ ბრიტანელი გვარდიელები, ყოველივე ამას მოცემული სტატიიდან შეიტყობთ.

სამეფო გვარდია, რომელიც იცავს ბუკინგემის სასახლეს ლონდონში, ალბათ ყველაზე ცნობილი უსაფრთხოების სტრუქტურაა პლანეტაზე. შეუძლებელია ლონდონის წარმოდგენა ამ სერიოზული მამაკაცების გარეშე ბეწვის ქუდებსა და წითელ მუნდირებში. რა მოხდება, თუ დაილაპარაკებენ ან გაიღიმებენ, რატომ ატარებენ ასეთ უცნაურ ქუდებს და რა ფერისაა, გარდა წითელისა, მათი ფორმა.

საუკეთესო საუკეთესოთა შორის

ბრიტანული არმიის წევრებიდან მხლოდ საუკეთესონი ხვდებიან სამეფო გვარდიაში, მხოლოდ მათ აქვთ სამეფო ოჯახის დაცვის პატივი.
image
თუმცა, ეს პრესტიჟული სამუშაო არ არის ისეთი ანაზღაურებადი, როგორც შეიძლება ჩანდეს: გვარდიელები საშუალოდ დაახლოებით 1900 ფუნტს გამოიმუშავებენ, რაც დიდი ბრიტანეთის სტანდარტებით არც თუ ისე დიდი თანხაა. მაგრამ ხელფასის რაოდენობა სტაჟთან ერთად იზრდება.

რატომ არის ფორმა წითელი და კიდევ რა ფერის მუნდირები არსებობს

ისტორიულად, სამეფო მცველებს წითელი მუნდირები ეცვათ. ოდესღაც ფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ფაქტია, რომ წითელი ძალიან რთული აღსაქმნელად. წითელი მუნდირები ქმნის ოპტიკურ ილუზიას, რადგან შორიდან ყველა წითელ სამოსში გამოწყობილი ჯარისკაცი აღიქმება როგორც ერთი ნათელი წერტილი. ეს ნიშნავს, რომ მტერი ვერ შეძლებს ძალების სწორად შეფასებას, რადგან ვერ გაიგებს რამდენი ადამიანია არმიაში.
image
რა თქმა უნდა, დღეს გვარდიელები ასრულებენ არა მხოლოდ მონარქის მცველების როლს (ალბათ ეს როლი უკანა პლანზეც კი გადავიდა), ისინი დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის კულტურის ნაწილია. ასე რომ, წითელი ფერი არის მხოლოდ წარსულის პატივისცემის ნიშანი.

რაც შეეხება ფორმას, გვარდიელებს სხვა ვარიანტიც აქვთ: ლურჯ-ნაცრისფერი ხალათები. ამ ფორმას ისინი ცივ სეზონზე, შემოდგომაზე და ზამთარში ატარებენ.

რატომ ასეთი ქუდი

ბეწვის ქუდი ასევე ტრადიციების პატივისცემას გამოხატავს. ჯარისკაცები მოგრძო თავსაბურავებს ატარებდნენ ერთი მიზნით - რათა უფრო მაღლები გამოჩდნენ. და სხვათა შორის, არა მხოლოდ ბრიტანელებს ჰქონდათ ასეთი ფორმა, არამედ, მაგალითად, ნაპოლეონის არმიის სამხედროებსაც.
image
ქუდი დათვის ბეწვისგან არის დამზადებული, მიუხედავად ამ ფაქტისა, გვარდიელები მას ზაფხულშიც ატარებენ, ამიტომ მასში ძალიან ცხელა. გარდა ამისა, თავსაბურავი მძიმეა და წვიმის დროს სველდება და ზოგადად დაახლოებით 4 კგ-ს იწონის.

ფაქტი ბუნებრივ ბეწვთან დაკავშირებით: ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვარდია ცხოველთა უფლებების დამცველების ზეწონას განიცდის. მართალია, მონარქია არ უჭერს მხარს «მწვანეებს» და არ ტოვებს ბუნებრივ ბეწვს. მიზეზი ის არის, რომ ის უფრო გამძლეა ბრიტანული ამინდის ყველა პერიპეტიების მიმართ.
image
ქუდის კიდევ ერთი თვისებაა ნიკაპის სამაგრი და ეს იდეა ასევე ბრიტანელი ჯარისკაცების წარსულს უკავშირდება. თუ ჯარისკაცი დაიჭრება ბრძოლაში, მაშინ შესაძლოა ნიკაპის ქვეშ დამაგრებული მძიმე ქუდი უკან გადავარდეს, რის გამოც კისრის მოტეხილობა გარდაუვალია. ნიკაპის სამაგრი ემსახურება ასეთი უაზრო დაზიანებების დავიდან აცილებას.

საუბრისა და სიცილის აკრძალვა

სამეფო გვარდიელებმა არ უნდა ისაუბრონ, იცინონ ან გაიღიმონ. ზოგიერთ მოგზაურს სპეციალური გასართობიც კი აქვს - გვარდიელის გაცინება ან მისი ალაპარაკება.
image
რა თქმა უნდა, გვარდიელებს არ ეძლევათ სამსახურში ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება (შესვენების დროს შეიძლება) და ემოციების გამოხატვა, მცირე ღიმილიც კი შეიძლება ჯარიმის საფუძველი გახდეს. გვარდილებისაგან ერთადერთი ფრაზის გაგონებაა შესაძლებელი «გზა მიეცით სამეფო გვარდიას!»

არსებობს წესები, თუ როგორ უნდა დაკარგონ გონება

გვარდიელების აღკაზმულობა მძიმეა, ამასთანავე ზაფხულში ძალიან ცხელა. სითბური დარტყმა მათთვის იშვიათი არ არის, ისევე როგორც სისუსტე. მაგრამ აქაც კი აუცილებელია საკუთარი წესების დაცვა: მცველი აშკარად უნდა დაეცეს სახით წინ იარაღის დაწევის გარეშე. გვარდიელებს ეკრძალებათ გვერდზე გადახვევა, რხევა, ხელების დაშვება, ჩაჯდომა და, რა თქმა უნდა, იარაღის დაგდება.

არის თუ არა მონარქი სასახლეში



ბუკინგემის სასახლის მცველების რაოდენობის მიხედვით, შეგიძლიათ გაიგოთ, არის თუ არა მონარქი სახლში. თუ შესასვლელთან ოთხი მცველია, მაშინ მეფე შიგნითაა, თუ ორი მათგანია, მაშინ მმართველი არ იმყოფება იქ. ამასთან, გვარდიელები არ ასრულებენ მორიგეობას მთელი დღე-ღამის განმავლობაში, დაცვა ყოველ ორ საათში ერთხელ იცვლება.



1
523
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
523
  
2022, 13 სექტემბერი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1