მსოფლიო ირანში დედოფალ ელისაბედს საუკუნის უდიდეს დამნაშავეს უწოდებენ და ჰიტლერს ადარებენ 2022, 13 სექტემბერი, 15:06 ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დედოფალს "კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალი" უწოდა და ადოლფ ჰიტლერსაც კი შეადარა.
ახლა როდესაც დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს უმეტესობა გლოვობს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფიგურას ელისაბედ მეორეს, ირანის ავტორიტატული რეჟიმში აცხადებენ, რომ მონარქის გარდაცვალება "კარგი ამბავია მსოფლიოს ჩაგრული ხალხებისთვის" თან დასძინეს, რომ მისი მემკვიდრეობა "სავსეა დანაშაულებით, სასაძაგლით და ჭუჭყით". მაგალითად, მსგავსმა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა გასულ კვირას სამეფო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს . თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია დედოფლის გარდაცვალებაზე ან მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლაზე.ამ დროს კი სამთავრობო ტელეარხები ავრცელებენ ამაზრზენ ბრალდებებს დედოფლის მისამართით. ირანის ტელევიზიის პირველი არხზე, თეირანის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ფოდ იზადიმ განაცხადა, რომ " მისი ტახტზე ყოფნის 70 წლის ფონზე, ალბათ ის უნდა იყოს შეყვანილი იმავე სიაში, სადაც ჰიტლერია. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვწუხდეთ, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა დაუსჯელად, და პასუხი არ აგო მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი დანაშაულებისათვის" "დედოფალი არის ცნობილი იმპერიალისტი, კოლონიალისტი, სამხედრო დამნაშავე, მისი სახელით ხდება ბრიტანული არმიის აგრესია მთელ მსოფლიოში." შეგახსენებთ, მანამდე ბრიტანეთის დედოფალს ავსტრალიელმა რესპუბლიკელებმა ბრიტანეთის დედოფალს "რასისტული იმპერიის ლიდერი" უწოდეს, რომელიც აგებულია სიცრუეზე. 443 6-ს მოსწონს
|