x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ქალები, რომლებიც იმსახურებენ აღფრთოვანებას და პატივისცემას- ამ ფოტოსურათებმა მსოფლიო აალაპარაკა

image
არიან ქალები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას და აღფრთოვანებას. ისინი ცვლიან ისტორიას, მიდიან რისკზე, არ ეშინიათ ცვლილებების, საზოგადოების დაცინვის და სიცოცხლის საშიშროების. დაფრინავენ ცაში და კოსმოსშიც კი, ნებაყოფლობით მიდიან ტყვეობაში საყვარელ ქმრებთან ერთად, მამაცურად იცავენ ბავშვებს და... მშვიდად სვამენ ჩაის სახლის ნანგრევებზე. ასეთი ადამიანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყველა ეპოქაში და ისტორიის ყველა სეგმენტში ბევრია პატივისცემისა და დამახსოვრების ღირსი ქალი:

1. მუსლიმი ქალი ებრაელი ქალის ყვითელ ვარსკვლავს ფარავს ჩადრით, რომ ვერავინ დაინახოს. სარაევო, ყოფილი იუგოსლავია. 1941 წელი.image

2. კეტრინ სვიცერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გაირბინა ბოსტონის მარათონი, მიუხედავად ორგანიზატორის მცდელობისა, შეეჩერებინათ იგი, 1967 წელი.image

3. ავღანელი ქალები საჯარო ბიბლიოთეკაში თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე დიდი ხნით ადრე. დაახლოებით 1960-იანი წლებიimage

4. სამურაი ქალი, 1800-იანი წლებიimage

5. შვედი ქალი ჩანთას ურტყამს ნეონაცისტს. სავარაუდოდ, ის ქალი საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა. 1985 წელიimage

6. მარინა ხინესტა, 17 წლის კომუნისტი, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ბარსელონას წინ, 1936 წელიimage

7. ანა ფიშერი არის "პირველი დედა კოსმოსში". 1980-იანი წლებიimage

8. ჯიან მანფორდი ჰომოსექსუალ შვილთან ერთად დადის გეი პარადის დროს. 1972 წელი. მოგვიანებით ჯიანმა შექმნა ჯგუფი „ლესბოსელებისა და გეების მშობლები, ოჯახები და მეგობრები“.image

9. მოდ ვაგნერი არის პირველი ცნობილი ქალი ტატუ-მხატვარი შეერთებულ შტატებში. 1907 წელი.image

10. თურქი საბიჰა გოკჩენი თავის თვითმფრინავში 1937 წელს. ის გახდა გამანადგურებლის პირველი ქალი მფრინავი.image

11. ქალი ლონდონის დაბომბვის შემდეგ სახლის ნანგრევებზე ჩაის სვამს. 1940 წელი. image

12. 106 წლის სომეხი ქალი საკუთარ სახლს AK-47 ავტომატით იცავს. 1990 წელიimage

13. მოხალისეები პერლ ჰარბორში ხანძრის ჩაქრობას სწავლობენ. 1941-1945 წლებიimage

14. ფოტოგრაფი მარგარეტ ბურკ-უაიტი Chrysler Building-ში. 1934 წელიimage

15. ქალები, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა დადეს ფიცი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსში. 1918 წლის აგვისტო.image

16. გოგონები ეზიდებიან ყინულის ბლოკებს მას შემდეგ, რაც მამაკაცები ომში გაიწვიეს, 1918 წელიimage

17. ცნობილი ბაიკერების ბანდის "ჯოჯოხეთის ანგელოზების" გოგონები. 1973 წელიimage

18. ელენ ონილი ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი სკეიტბორდისტი 1976 წელიimage

19. პარიზელი დედები იცავენ შვილებს გერმანელი სნაიპერებისგან. 1944 წელიimage

20. შემდუღებელი ვინი. ის იყო ერთ-ერთი 2000 ქალიდან, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ს გემთმშენებლობებში მეორე მსოფლიო ომის დროს.image

21. ტორონტო, 1937 წელი, გოგონებმა პირველად გაბედეს გარეთ მოკლე შორტებით გასვლაimage

22. ფილიპინელი პარტიზანი ნივე ფერნანდესი ამერიკელ ჯარისკაცს უჩვენებს, როგორ კლავდა იაპონელ ჯარისკაცებს ოკუპაციის დროს. 1944 წელიimage

23. ჰოლანდიელმა ცოლმა უარი თქვა ქმრის - დატყვევებული გერმანელი ჯარისკაცის დატოვებაზე, ის მას გაჰყვა. 1944 წელიimage

24. კამაკო კიმურა ცნობილი სუფრაჟეტი ნიუ-იორკში. 1917 წლის 23 ოქტომბერი.image

25. ელსპეტ ბერდი, პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც მსოფლიოში მოტოციკლით იმოგზაურა. 1980-იანი წლები. მოგზაურობას 3 წელი დასჭირდა, რომლის დროსაც მან 77000 კმ-ზე მეტი გაიარა.image

26. გერტრუდა ედერლე გახდა პირველი ქალი, რომელმაც ლამანში გადაცურა. 1926 წელიimage

27. სუფრაჟეტი აპროტესტებს ე. წ. ტერორის ღამეს. 1917 წელს 33 სუფრაჟეტი დააკავეს „გზის გადაკეტვისთვის“, რის შემდეგაც ისინი სასტიკად სცემეს ციხის მცველებმა.image

28. ავიატორი ამელია ერჰარტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავით ატლანტის ოკეანე გადაუფრინა. 1928 წელიimage

29. ავღანელები სწავლობენ ანატომიას. 1962 წელიimage

30. ბრიტანელი სერჟანტი ავარჯიშებს „დედათა არმიის“ ქალებს ბრიტანეთის ბრძოლის დროს. 1940 წელიimage

31. ქალთა უფლებების მოძრაობა დეტროიტში, მიჩიგანში. 1970 წელიimage

32. პირველი ქალთა კალათბურთის გუნდი სმიტის კოლეჯიდან. 1902 წელიimage

33. ფრანგული წინააღმდეგობის 18 წლის წევრი სიმონ სეგვანი პარიზის განთავისუფლების დროს. 1944 წლის 19 აგვისტო.image

34. ლოს ანჯელესის პოლიციის ოფიცერი ზრუნავს მიტოვებულ ბავშვზე. 1971 წელიimage

35. აქტივისტი ენი ლამპკინსი ლიტლ როკის ქალაქის ციხეში. 1961 წელიimage

36. ანეტ კელერმანი პოზირებს საცურაო კოსტუმში, რისთვისაც იგი უხამსობის ბრალდებით დააკავეს. 1907 წელიimage

37. დაბრუნებულ ტყვეებს დედა უჩვენებს თავისი შვილის ფოტოს, რომლის პოვნასაც ცდილობს. ვენა, 1947 წელიimage

38. ერიკა არის 15 წლის მებრძოლი გოგონა, უნგრეთის აჯანყების მონაწილე სახალხო რესპუბლიკის პროსაბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 1956 წლის ოქტომბერიimage

39. წითელი ჯვრის მედდა იწერს ბრიტანელი ჯარისკაცის ბოლო სიტყვებს. 1917 წელიimage

40. სარლა ტაკრალი, 21, პირველი ინდოელი ქალია, რომელმაც პილოტის მოწმობა მიიღო. 1936 წელიimage

1
1327
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1327
  
2022, 13 სექტემბერი, 0:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1