x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კონტრაცეფციის ყველაზე უჩვეულო მეთოდები მსოფლიოში

image


დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, სპირალების, პრეზერვატივების მასიური წარმოება და სამეცნიერო კვლევები ჩასახვის საწინააღმდეგო უფრო ეფექტური მეთოდებისკენ გვიბიძგებდა, უძველესი კულტურები არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ ყველაფერს რაც ხელთ ჰქონდათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ კონტრაცეფციის ყველაზე უცნაურ და უჩვეულო მეთოდებს, რომლებსაც ქალები არასასურველი ორსულობისგან თავის თასაცავად მიმართავდნენ.




1. ვაშლის ძმარი


image


მოლდოვას ზოგიერთ რაიონში, ქალები სქესობრივი აქტის შემდეგ, საშოში ვაშლის ძმარში დასველებულ ბამბას ითავსებენ. ითვლება, რომ მჟავა სპერმატოზოიდებს კლავს და ორსულობას ხელს უშლის. გარდა ამისა, ეს მეთოდი ბუნებრივი და იაფია. სინამდვილეში, ისინი ვაშლის ძმრის "წყალობით" მხოლოდ საშოს ფლორის დარღვევას იღებენ, რაც ინფექციის რისკის ზრდას უწყობს ხელს.




2. საპნიანი წყალი


image


ბირმაში, ზოგიერთი ქალი აქტის შემდეგ საშოდან სპერმის გამოსადევნად სასქესო ორგანოს საპნითა და წყლით იბანს. ჯერ ერთი, ეს არაეფექტურია, მეორეც საშოში საპნის გამოყენება ანთებას და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილებას იწვევს.



3. ანტისეპტიკი


image


ამ მეთოდს შრი-ლანკაში ქალები შეწყვეტილი აქტის შემდეგ იყენებენ. ვარაუდობენ, რომ სადეზინფექციო საშუალებას მავნე ბაქტერიებისა და სპერმატოზოიდების მოკვლის გარდა, ასევე ინფექციების თავიდან აცილებაც შეუძლია. სამწუხაროდ, ეს მეთოდი არ მუშაობს, ის მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.




4. კოლა ასპირინთან ერთად


image


ანგოლაში ორსულობის თავიდან ასაცილებლად პოპულარული მეთოდია: ორ აბ ასპირინთან ერთად გაზიანი სასმელის დალევა. ზოგიერთი "ტვინიკოსი" სასმელს ასევე ათბობს კიდეც! ვაი, რომ ეს მეთოდი სპერმისგან დაცვის ნაცვლად უფრო მეტად გულის შეტევას იწვევს.




5. ლიმონიimage


ზოგიერთ ქვეყანაში აქტის შემდეგ ქალები საშოში ლიმონის ნაჭერს ითავსებენ: პრინციპი იგივეა რაც ძმრის შემთხვევაში.



6. კურკუმა


image


მართალია, ახლა უკვე ეს მეთოდი აღარ გამოიყენება, მაგრამ 70-80-იან წლებში ნეპალში ის საკმაოდ პოპულარული იყო. ნეპალელები სქესობრივი აქტის შემდეგ, მეორე დილით სამ სუფრის კოვზს კურკუმას წყალთან ურევდნენ და ისე სვამდნენ. მართალია, ეს ნარევი უსაფრთხოა, თუმცა ის როგორც კონტრაცეპტივი სრულიად - არაფრის მომცემია.



7. მანგოს თესლი


image


ეს საკმაოდ ძველი ტრადიციაა იემენში, რომელმაც ნორმალური საშუალებების მიუწვდომლობის გამო პოპულარობა კვლავ მოიპოვა. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად თესლი უნდა დააქუცმაცოთ, შეერიოთ მას წყალი და დალიოთ ციკლის მე-5 დღეს. 1 კვირის განმავლობაში არ შეიძლება - თაფლის, რძისა და ანტიბიოტიკების მიღება.




8. ბალახები


image


ეს მეთოდი კი ვიეტნამშია პოპულარული: ორსულობის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ბალახების ნაკრებისგან ნაყენი მზადდება, რომელსაც ქალები ჩაის სახით იღებენ, თუმცა დიდი ალბათობით ამან შეიძლება უფრო თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ, ვიდრე არასასურველი ორსულობისგან დაგიცვათ.





0
150
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
150