კოლექციები კოჰინურის გვირგვინიდან საფირონის გულსაბნევამდე: ელისაბედ II–ის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია 2022, 11 სექტემბერი, 14:12 დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდხანს მმართველი მონარქი, დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის სიძლიერის, სტილის და ელეგანტურობის სიმბოლო იყო. მისი ნებისყოფა და გამძლეობა აღფრთოვანებას იწვევდა.
![]() ![]() კოჰინური
![]() კოჰინური მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბრილიანტია და ამჟამად იმპერიული სახელმწიფოს გვირგვინში მოთავსებულია. გვირგვინი 1937 წელს მეფე გიორგი VI-ის კორონაციისთვის შეიქმნა. ბოლოს დედოფალს გვირგვინი 2016 წელს ეხურა. ძალაუფლების სიმბოლოს ამშვენებს 2868 კლასიკური ბრილიანტი, 11 ზურმუხტი, 17 საფირონი და 269 მარგალიტი. ერთხელ დედოფალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არ შეეძლო ქვემოთ ყურება, როდესაც სიტყვით გამოდიოდა, რადგან კისერში უბრალოდ გადატყდებოდა. ყელსაბამი Delhi Durbat
![]() დეკორაცია 1911 წელს ინდოეთში ლელი დუბარის დღესასწაულისთვის შეიქმნა. ყელსაბამი დედოფალ მარიამს ამშვენებდა. ღონისძიება გაიმართა 1991 წლის 12 დეკემბერს დელიის კორონაციის პარკში და მას სამეფო ოჯახის წევრები მთელი ინდოეთიდან ესწრებოდა. შემდეგ დეკორაცია მემკვიდრეობით მიიღო დედოფალმა ელისაბედმა. უელსის გარდაცვლილ პრინცესას, ლედი დიანას ის რამდენჯერმე ეკეთა. გულსაბნევი "ალბერტი"
![]() ამბობენ, რომ ის 1849 წელს პრინცმა ალბერტმა შეუკვეთა, როგორც მისი მეუღლის ვიქტორიას საჩუქარი. უილიამსონის ვარდისფერი ბრილიანტი
![]() სამკაულს 203 თეთრი ბრილიანტი ამშვენებს და ულამაზესი გულსაბნევი გამოვიდა. კანადელმა ვარდისფერი ბრილიანტი ტანზანიაში იპოვა. გულსაბნევი ორმაგი სამაგრით
![]() ამბობენ, რომ გულსაბნევი 1937 წელს კენტსკის ჰერცოგმა იყიდა, რომელიც დედოფლის ბიძა იყო. საუდის არაბეთის მეფე ფეისალის ყელსაბამი
![]() საჩუქარი 1967 წელს მეფე ფეისალის დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გადაეცა. ყელსაბამს ამშვენებს 300 ბრილიანტი, საერთო წონით 80 კარატი. ნიზამის ყელსაბამი ჰაიდერაბადიდან
![]() ასაფ ჯაჰ VII-მ, რომელიც იყო ჰაიდერბარდის მმართველი, დაავალა კარტიეს, რომ პრინცესასთვის სამკაულების არსებული ასორტიმენტიდან მისი ფავორიტის არჩევის ნება დაერთოთ. ელისაბედმა 300 ბრილიანტით დამშვენებული პლატინის ყელსაბამი აირჩია. ასევე ჰაიდერაბადის ნიზამმა აჩუქა დედოფალს ცნობილი დიადემა, რომელიც დაფუძნებულია სამ ინგლისურ ვარდზე სამი მოხსნადი ყვავილის გულსაბნევით. თითოეული ბრილიანტისგან დამზადებულია და პლატინაში ჩასმულია. სახელმწიფო დიადემა
![]() დიადემას ტრადიციულად დედოფლები და მეფის მეუღლეები პარლამენტის სახელმწიფო გახსნაზე ატარებდნენ. დიადემა მდიდრულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის სამკაულების კოლექცია საკმაოდ შთამბეჭდავია, სამეფო პირი საკმაოდ სენტიმენტალური პიროვნება იყო და ხშირად იყენებდა ერთსა და იმავე იმავე სამკაულებს, რომელიც მისი ფავორიტი იყო. ასევე დაგაინტერესებთ: ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი ![]() 20+ კრეატიული ქუდი სამეფო ასკოტიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო აქტიურად განიხილავს ![]() საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე ![]() 210 2-ს მოსწონს 1-ს არა |