x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლებიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს

შოუ–ბიზნესის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველგან, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, მუსიკა ისმის. მაგ., მაღაზიაში, შედიხართ რამე საჭირო ნივთის შესაძენად, ან უბრალოდ, ახალი კოლექციის დასათვალიერებლად... და შეიძლება, ისეთი მუსიკა იყოს ჩართული, რომ იქიდან გამოქცევა მოგინდეთ. მაგრამ, არის ისეთი სიმღერები, რომელშიც ჩვენში ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. ყოველ შემთხვევაში, როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ასეთი 5 ნამდვილად არის და აქ, სწორედ ამ სიმღერებს წარმოგიდგენთ.


image


ბედნიერების გამომწვევი სიმღერის "ფორმულა" კი ასეთია: რიტმი წუთში 150 დარტყმა უნდა იყოს, ტექსტი – ცხოვრებისეული და ამაღელვებელი, ხოლო გამა – მაჟორული.

ამასთან, მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ სიმღერის გავლენის შედეგს, თითოეულ ადამიანზე, სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს. მაგ., სოციალური სტატუსი, ბედნიერი ან უბედური სიყვარულის გამოცდილების არსებობა, იღბალი, ასევე, მნიშვნელოვანია, მშიერია, თუ არა ადამიანი, ჰიტის მოსმენის დროს. ხოლო, სიმღერების ხუთეული, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებს და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს, ასეთია:


1. Queen — Don’t Stop Me Now



2. ABBA — Dancing Queen




3. The Beach Boys — Good Vibrations



4. Survivor — Eye Of The Tiger



5. Cyndi Lauper — Girls Just Want To Have Fun



თუმცა, მუსიკის მოყვარულებმა, მაშინვე ეჭვქვეშ დააყენეს აღნიშნული რეიტინგი, იმ მოტივით, რომ ის მეტად სუბიექტურია. ამის მტკიცებულებად კი ის ფაქტი მოჰყავთ, რომ თავად ჯგუფი Queen არ თვლიდა Don’t Stop Me Now–ს ჰიტად და მას კონცერტებზე იშვიათად ასრულებდა. იმავეს თქმა შეიძლება, სიაში შესულ სხვა სიმღერებზეც, Girls Just Want To Have Fun–ის გარდა, რომელიც ასევე, ჩარტების სათავეში არასდროს ყოფილა.

image

არხის სხვა სიახლეები:

* მარტივი ლოგიკური კითხვა, რომელიც უმრავლესობას აბნევს (პასუხი აქვს)

* საკონდიტრო რჩევები, ცხობის ხარისხის გასაუმჯობესებლად

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები

* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* ყველის შენახვის წესი მაცივარში და მის გარეშე

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



2
1537
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1537
  
2022, 13 სექტემბერი, 10:38
5 -ივე სიმღერა მოსმენილი მაქვს,თან ბევრჯერ და ხუთივე საყვარლობაა მართლაც..
2022, 13 სექტემბერი, 0:41
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 2