x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
აბსოლუტურად ახალ გაზ-52-ს 160 000 ათას დოლარად ყიდიან
image

ტოლიატში გასაყიდად გამოიტანეს ახალი გაზ-52, რომელიც ფარდულში იდგა 36 წლის განმავლობაში. სატვირთო მანქანა ესპლუატაციაში არასდროს ყოფილა და არის იდეალურ მდგომარეობაში.


გასაყიდად არის გამოტანილი უჩვეულო "დროის კაფსულა" - სატვირთო გაზ-52-04. გამყიდველი ირწმუნება, რომ ავტომობილმა მხოლოდ 22 კილომეტრი გაიარა აწყობის შემდეგ და არსებითად ახალია. ის მზადაა მანქანას 160 000 აშშ- დოლარად განშორდეს, რადგან თვლის, რომ მანქანა მუზეუმის ან თემატური კოლექციის ნაწილი უნდა გახდეს.

image


გამყიდველის თქმით, სატვირთო მანქანამ მთელი ეს დრო გაატარა ფარდულში, დაკონსერვებულ მდგომარეობაში.


image

36 წლის განმავლობაში, გაზ-52-ზე მხოლოდ მძღოლის მხარეს კარი და ან კაპოტი თუ იხსნებოდა: ყველა დანარჩენსზე ქარხნის ლუქები დღემდე ადევს.


მანქანის ავთენტურობის დამატებითი მტკიცებულება არის ქარხნული ეტიკეტები, შეფუთვის ელემენტები (ძარაში და ძრავის განყოფილებაში), ასევე გასაღებებისა და დოკუმენტების სრული ნაკრებში.

image

გარდა ამისა, სატვირთო მანქანამ შეინარჩუნა ორიგინალი საბურავები და მშრალი დამუხტული აკუმულატორი იგივე 1986 წლის გამოშვებიდან.

image

„დროის კაფსულა“ აღჭურვილია 75 ცხენის ძალის მქონე ექვსცილინდრიანი ძრავით, 3.5 ლიტრი მოცულობით, რაც სტანდარტული იყო ამ მოდიფიკაციისთვის.

image

მანქანა მდებარეობს ტოლიატიში, მაგრამ გამყიდველი მზად არის იზრუნოს იშვიათი ეგზემპლარის სხვა ქალაქში ან რეგიონში მიწოდებაზე.

image

გაზ-52 სატვირთო მანქანები არაა იშვიათობა: ​​1964 წლიდან 1993 წლამდე მილიონზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა. თუმცა, მოდიფიკაცია 04 შედარებით მცირე ხნით გამოდიოდა - 1975 წლიდან 1989 წლამდე.

image

image

image

image

სხვა ავტოსიახლები იხილეთ ამ ბმულზე

2
698
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
698
  
2022, 13 სექტემბერი, 0:45
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2