x
image
თამილა გურაშვილი
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პრევენციული დარტყმების შესახებ კანონი მიიღო

image
კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ახალი კანონი ქვეყნის ბირთვულ სტატუსს „შეუქცევადს“ გახდის და ყოველგვარ დენუკლეარიზაციას აკრძალავს.


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარასკევს, 9 სექტემბერს, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს დათმობს ბირთვულ იარაღს, რაც, მისი თქმით, აუცილებელია აშშ-ს სამხედრო მოქმედებებთან დასაპირისპირებლად.


ამის შესახებ Sky News-ი DPRK-ის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.


ჩრდილოეთ კორეამ უკვე გამოაცხადა თავი ბირთვულ სახელმწიფოდ კონსტიტუციაში, მაგრამ ახალი კანონი სცილდება ამას და განსაზღვრავს, როდის შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება, კერძოდ, თავდასხმაზე რეაგირებისთვის თუ შეჭრის შესაჩერებლად.



ის ასევე იძლევა პრევენციულ შესაძლებლობას ბირთვულ თავდასხმებზე, თუ აღმოჩენილია მასობრივი განადგურების იარაღით თავდასხმა ან ქვეყნის „სტრატეგიული სამიზნეების“ წინააღმდეგ გამოსვლა.



კიმ ჩენ ინმა, კერძოდ, თქვა, რომ ახალი კანონი ქვეყნის ბირთვულ სტატუსს "შეუქცევადს" გახდის და აკრძალავს ყოველგვარ მოლაპარაკებას დენუკლეარიზაციის შესახებ.



პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თქვა: „ატომური იარაღის პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ფორმულირება არის შეუქცევადი ლიმიტის დაყენება ჩვენს ბირთვულ იარაღზე ვაჭრობის შესაძლებლობისთვის“.



დამკვირვებლები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ჩანს, ემზადება ბირთვული გამოცდის განახლებისთვის პირველად 2017 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც 2018 წელს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა და სხვა მსოფლიო ლიდერებმა ვერ დაარწმუნეს კიმი, უარი ეთქვა ბირთული იარაღის განვითარებაზე.



შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ადრინდელ განცხადებებს ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ გაეროში მიუღებელი უწოდეს.

1
145
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
145
  
2022, 10 სექტემბერი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1